უჟანგავი ფოლადის დაბოლოებები თქვენს მოწყობილობებზე შეიძლება ნამდვილად ელეგანტურ შეხედულებას მატებდეს თქვენს სამზარეულოს, მაგრამ მათი გაწმენდა შეიძლება ნამდვილი გამოწვევა გახდეს. იქნება ეს ცხიმიანი ნათითურები თუ მაცივარზე მაგნიტისგან გაჩენილი წებოვანი ნარჩენები, ეს პატარა სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, დაიცვათ თქვენი უჟანგავი ფოლადის ზედაპირები ლაქების გაჩენისგან.
როდესაც საქმე უჟანგავ ფოლადს ეხება, ფაქიზი მიდგომა საუკეთესო გამოსავალია. არ გამოიყენოთ უხეში, აბრაზიული საწმენდი საშუალებები. უპირატესობა მიანიჭეთ ნაზ ქსოვილს ან ღრუბელს და საწმენდ საშუალებებს, რომლებიც კონკრეტულად უჟანგავი ფოლადის გასაწმენდად არის განკუთვნილი. თბილი წყლითაც შესაძლებელია მიზნის მიღწევა, განსაკუთრებით, თუ ყოველ ნახევარ ლიტრ წყალზე ერთ ჩაის კოვზს საჭმელ სოდას დაამატებთ.
დაასველეთ ქსოვილი ან ღრუბელი წყლით ან საწმენდი საშუალებით, შემდეგ კი ზედაპირი გაწმინდეთ სტრუქტურის მიმართულებით. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ უჟანგავი ფოლადის ზედაპირებზე სტრუქტურა ვერტიკალურია ან ჰორიზონტალური. ზედაპირების გაწმენდის შემდეგ, გადაუსვით რბილი, მშრალი ქსოვილი წყლის ლაქების მოსაშორებლად. და ბოლოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ მცირე ოდენობით უჟანგავი ფოლადის საპრიალებელი და გადაუსვათ ზედაპირს სტრუქტურის მიმართულებით.
სულ ეს არის… უბრალოდ მიყევით საფეხურებს და თქვენი უჟანგავი ფოლადის ზედაპირები თვალის დახამხამებაში გაწკრიალდება!