დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

3 მინ წაკითხვა

როგორ დავიცვათ დანა-ჩანგალი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დაჟანგვისგან?

როგორ დავიცვათ დანა-ჩანგალი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დაჟანგვისგან?
როგორ დავიცვათ დანა-ჩანგალი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დაჟანგვისგან?

 

 

არსებობს ლითონისგან დამზადებული სამზარეულოს ჭურჭლის და ინსტრუმენტების დაჟანგვის რამდენიმე მიზეზი. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

კარი გააღეთ მხოლოდ ციკლის დასრულების შემდეგ

 

ტენი ჟანგის გაჩენის უმთავრესი მიზეზია. რეცხვის ციკლის შემდეგ თქვენს სარეცხ მანქანაში არსებული ჰაერი ტენიანია.

 

იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ თქვენი ჭურჭლის დატენიანება, რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ გამოაღეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი და დატოვეთ ცოტა ხნით ოდნავ გამოღებულ მდგომარეობაში. ეს ხელს შეუწყობს მოწყობილობის შიგნით დარჩენილი ჰაერის გარეთ გამოსვლას და დაიცავს თქვენს დანა-ჩანგალს და სამზარეულო ინსტრუმენტებს დაჟანგვისგან.

 

 

 

თავი აარიდეთ დაბალი ხარისხის ან ისეთი სამზარეულო ინსტრუმენტების გარეცხვას თავი, რომელთა გარეცხვაც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში უსაფრთხო არ არის 

 

ყველა ლითონი არ არის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გასარეცხად დასაშვები. დამატებით, დაბალი ხარისხის ლითონის და ლითონის საფარიანი ნივთები მიდრეკილი არიან ჟანგვისკენ, თუ მათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხავთ. შეამოწმეთ მსგავს საგნებზე მოცემული მწარმოებლის ინსტრუქცია, რათა იხილოთ არის თუ არა დასაშვები მათი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. თუ ეჭვი გეპარებათ, თავი აარიდეთ მათ გარეცხვას ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

 

 

არ გამოიყენოთ არადანიშნულებისამებრ სამზარეულოს ლითონის ინსტრუმენტები

 

სამზარეულოს ინსტრუმენტებზე, როგორიცაა დანები, არსებული დამცავი საფარი შეიძლება დაზიანდეს, თუ მათ არადანიშნულებისამებრ გამოიყენებთ. არ გამოიყენოთ ისინი კონსერვების გასახსნელად, ჭანჭიკების მოსახსნელად და ა.შ.

 

 

 

არ გარეცხოთ უკვე ჟანგიანი საგნები

 

ჟანგი შესაძლოა გადაედოს სამზარეულო ინსტრუმენტებს. ნუ მოათავსებთ ჟანგიან საგნებს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, რათა დაიცვათ თქვენი ლითონის ჭურჭელი. 

 

 

 

მოაშორეთ ჭურჭელს მასზე დარჩენილი საკვების ნარჩენები

 

ლითონის საგნებზე დარჩენილ საკვების ნარჩენებს შეუძლია დროთა განმავლობაში გამოიწვიოს კოროზია. ჭუჭყიანი ჭურჭელი არ უნდა დატოვოთ მოწყობილობაში გაურეცხავ მდგომარეობაში. მოაშორეთ საკვების ნარჩენები ლითონის ჭურჭელს, სანამ მოათავსებთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ან გასარეცხად მოათავსეთ ზუსტად რეცხვის დაწყებამდე, რათა თავიდან აიცილოთ დაჟანგვა. 

 

 

 

დარწმუნდით, რომ წყლის სიხისტის პარამეტრი სწორად არის შერჩეული

 

თუ თქვენს ონკანის წყალში ბევრია მძიმე ლითონის იონები, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ან დააჩქაროს დაჟანგვა. თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს შიდა წყლის დასარბილებელი განყოფილება, რომელიც ამცირებს ონკანის წყლის სიხისტეს და იწვევს ლითონების იონების ნეიტრალიზაციას. ეს განყოფილება საუკეთესოდ მუშაობს ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილთან ერთად.

 

Auto GlassShield®-ის მქონე Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სენსორები, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ონკანის წყლის სიხისტეს და ავტომატურად არეგულირებს მას.

 

 

 

არ ჩაყაროთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი მოწყობილობის შიგნით

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი ეხმარება თქვენი მოწყობილობის შიდა დამარბილებელ განყოფილებას წყლის სიხისტის შემცირებაში. თუმცა, მას კოროზიული ეფექტი აქვს ლითონის ზედაპირებზე.

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ავზებში წყალი ასხია, რომელიც შეიძლება გადმოვიდეს, როდესაც ავზს მარილით გაავსებთ. მარილი შესაძლოა ჩაიყაროს მოწყობილობის შიგნით, როცა მარილის ავზს ავსებთ. ჭურჭლის სარეცხი მაქნანის ავზის შიგნით არსებულმა მარილმა შესაძლოა გაკაწროს მინის ჭურჭელი.

 

მარილის გაბნევის შესამცირებლად, ავზში მარილის ჩასაყრელად გამოიყენეთ ძაბრი, რომელიც მოყვა Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, და მოწმინდეთ ავზიდან გადმოღვრილი წყალი ან დაბნეული მარილის გრანულები. შევსების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ავზს.

 

ჩართეთ წინასწარი რეცხვის პროგრამა ან ყველაზე ხანმოკლე პროგრამა იმ მარილის მოსაშორებლად, რომელიც შესაძლოა გაბნეულიყო მოწყობილობის შიგნით. თავსახურის ქვეშ არსებული მარილის გრანულები გაიხსნება წინასწარი რეცხვის დროს და შესაძლოა გამოიწვიოს თავსახურის მოშვება. შეამოწმეთ თავსახური პროგრამის ბოლოს და დახურეთ ის მჭიდროდ.

 

 

 

არ გამოიყენოთ არასათანადო სარეცხი საშუალებები და სხვა პროდუქტები

 

გამოიყენეთ სარეცხი და სავლები საშუალებები და მარილი, რომლებიც სპეციალურად ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვისაა განკუთვნილი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე, ხელის საპონი, მათეთრებელი, ძმარი ან სხვა ქიმიური საშუალებები, ვინაიდან ასეთი პროდუქტები ამცირებს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობას, იწვევს ლითონის ნაწილების დაჟანგებას და შეიძლება შეამციროს მისი ექსპლუატაციის ვადაც.

 

 

 

შეამოწმეთ, სწორადაა თუ არა დატვირთული მოწყობილობა

 

შესაძლოა ჭურჭელი არასწორად გაქვთ მოთავსებული ან თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა გადატვირთულია. შეამოწმეთ, სწორად არის თუ არა გადახრილი თქვენი ჭურჭელი და ხომ არ ეხება ჭურჭელი ერთმანეთს. შეამოწმეთ ერთმანეთს ხომ არ ეხება უჟანგავი ფოლადის, მოვერცხლილი ან სპილენძის ნივთები. ქიმიურმა რეაქციამ ცხელ წყალსა და სარეცხ საშუალებას შორის შეიძლება გამოიწვიოს ამ მასალების ფერის შეცვლა.

 

 

 

შეამოწმეთ, რომ შტეფსელი, რომელშიც შეერთებულია მოწყობილობა, არის დამიწებული 

 

თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეერთებული უნდა იყოს სათანადოდ დამიწებულ შტეფსელთან. დაუმიწებელი შტეფსელი გამოიწვევს სტატიკური ელექტრო მუხტის დაგროვებას თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიგნით. სტატიკური ელექტროენერგია აზიანებს ლითონის ნივთების დამცავ ფენას და შესაძლოა გამოიწვიოს მათი ფერის შეცვლა ან პორების წარმოშობა.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko