დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

3 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც სათანადოდ ვერ აშრობს?

როგორ შევაკეთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც სათანადოდ ვერ აშრობს?
როგორ შევაკეთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც სათანადოდ ვერ აშრობს?

 

 

რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძლება ვერ აშრობდეს სათანადოდ. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

შეამოწმეთ, სწორადაა თუ არა დატვირთული მოწყობილობა

 

შესაძლოა ჭურჭელი არასწორად გაქვთ მოთავსებული ან თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა გადატვირთულია. დარწმუნდით, რომ ყველა თეფში სწორად არის დახრილი და ისინი არ ეხებიან ერთმანეთს ან სარეცხი მანქანის მოძრავ ნაწილებს გაწურვის ოპტიმალური უზრუნველყოფისთვის. 

 

თუ ჭურჭელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სათანადოდ არ განათავსებთ, მსუბუქი პლასტმასის ფინჯნები ან მინის ჭურჭელი შესაძლოა გადაადგილდეს და ამოტრიალდეს და აივსოს გასარეცხი წყლით. ჭურჭელმა შეიძლება ხელი შეუშალოს დისპენსერის თავსახურის გახსნას ან საშხეფელას მოძრაობას.

 

დაატრიალეთ საშხეფელა ჭურჭლის მოთავსების შემდეგ, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ თავისუფლად მოძრაობს. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის  იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. 

 

 

 

გამოიყენეთ სავლები საშუალება

 

შესაძლოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გათავდა დამარბილებელი ან რაღაც პრობლემაა მოწყობილობაში ხსნარის შეშვებასთან დაკავშირებით. სავლები საშუალება განდევნის წყალს თქვენი ჭურჭელის ზედაპირიდან წყლის საბოლოო გადავლებისას და ხელს უწყობს შრობის პროცესს. ის ხელს უშლის წყლის წვეთების შეშრობას ჭურჭელზე და არ ტოვებს წყლის ლაქებს. 

 

როცა სავლები საშუალების ნათურა აინთება თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, მისი შევსების დროა. სავლები საშუალების ავზი მოთავსებულია თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარის შიგნით, სარეცხი საშუალების ავზის გვერდით. გახსენით ავზის თავსახური, ჩაასხით სავლები საშუალება, სანამ ავზი არ აივსება და დაახურეთ თავსახური. 

 

 

 

კარი გააღეთ მხოლოდ ციკლის დასრულების შემდეგ

 

თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარს დახურულს დატოვებთ ციკლის დასრულების შემდეგ, ჭურჭელზე შეიძლება გაჩნდეს წყლის წვეთები. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი კარგად აშრობს ჭურჭელს, მაგრამ როდესაც მოწყობილობის შიგნით ჰაერი გაგრილდება იქ დაგროვილი ცხელი, ნესტიანი ჰაერი წარმოქმნის წყლის წვეთებს.

 

გააღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი ციკლის დასრულების შემდეგ და დატოვეთ ოდნავ შეღებული იმისათვის, რომ ცხელი ჰაერი გამოვიდეს. Beko-ს ზოგიერთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს Auto Door Opening (კარის ავტომატური გაღების) ფუნქცია, რომელიც აღებს კარს რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ ნოტიო ჰაერის გამოსადევნად.

 

 

 

ტაბლეტების გამოყენებისას, ჩართეთ ტაბლეტი სარეცხი საშუალების ფუნქცია

 

გავლებისა და შრობისას, ტაბლეტი სარეცხი საშუალებები ნაკლებ ეფექტურია. ამის კომპენსირებისთვის, ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე სპეციალურად უნდა დააყენოთ ტაბლეტი სარეცხი საშუალებების გამოყენების პროგრამა.

 

Beko-ს ზოგიერთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს Auto Tablet (ტაბლეტის ავტომატური) სენსორები, რომელიც აღიქვამს როდესაც ტაბლეტს იყენებთ. თუ თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ აქვს ეს ფუნქცია, მექანიკურად გაააქტიურეთ ტაბლეტი სარეცხი საშუალების პარამეტრი ტაბლეტების გამოყენებისას. ტაბლეტების გამოყენება მოკლე პროგრამებზე რეკომენდებული არ არის.

 

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ტაბლეტს 2-1-ში ფორმულა აქვს, ტაბლეტებთან ერთად რეკომენდებულია დამარბილებლის გამოყენებაც.

 

 

 

დარწმუნდით, რომ შესაფერისი პროგრამა აირჩიეთ

 

თქვენ მიერ არჩეული რეცხვის პროგრამა შეიძლება შეუფერებელი იყოს იმ ტიპის ჭურჭლისთვის, რომლის გარეცხვაც გსურთ. დარწმუნდით, რომ ირჩევთ რეცხვის სწორ პროგრამას იმ ტიპის დატვირთვისთვის, რომელსაც რეცხავთ.

 

 

 

გახსოვდეთ, რომ პლასტმასი და ტეფლონი რთულად შრება

 

პლასტმასი არ იკავებს იმდენ სიცხეს, როგორც სხვა მასალა, როგორიცაა მინა ან ფაიფური, ხოლო ტეფლონის ზედაპირის დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის წვეთების შეკავება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მასალით დამზადებული სამზარეულოს ჭურჭელი შეიძლება აბსოლუტურად სველი დარჩეს, ხოლო დანარჩენები მთლიანად გაშრეს.

 

Beko-ს ბევრ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს AquaFlex® ტექნოლოგიის ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს შრობის საუკეთესო შედეგს, პლასტმასის და ტეფლონის შემთხვევაშიც კი.

 

 

 

მოერიდეთ დაზიანებული ზედაპირების მქონე სამზარეულოს ჭურჭლის გარეცხვას

 

წყალი შეიძლება ბოლომდე არ ამოშრეს, თუ ჭურჭლის ზედაპირებზე დაზიანების ნიშნები შეინიშნება. წყლის წვეთები შეიძლება დარჩეს ფორებში ან ფოსოებში, რეცხვისა და გაშრობის ციკლის შემდეგაც კი. მოერიდეთ ამ ნივთების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვას.

 

 

 

გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები

 

თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, შესაძლოა დაზიანებული იყოს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამაცხელებელი ელემენტი ან თერმოსტატი. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko