ყველამ ვიცით, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არის თქვენი სამზარეულოს სუპერგმირი, როცა საქმე ეხება ჭურჭლის სისუფთავეს და სამზარეულოს ნიჟარასთან რეცხვისგან თქვენს გათავისუფლებას! მაგრამ კიდევ უამრავი რამაა, რის მოთავსებაც შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ამაზე არც კი გიფიქრიათ. და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გამოიყენეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ისე, როგორც არასდროს…
01.
საწმენდი ხელსაწყოები
ხშირად გვავიწყდება იმ ნივთების გაწმენდა, რომელთაც საწმენდად ვიყენებთ! აქანდაზები, პლასტმასის ჯაგრისები, მტვერსასრუტზე დასამაგრებელი ნაწილები—ყველაფერი შეგიძლიათ მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. სანამ ჩადებდეთ, მოაშორეთ მტვერი და თმები და მოათავსეთ მყარად. უფრო პატარა ნივთები მოათავსეთ ბადისებრ ჩანთაში და განათავსეთ ის ზედა თაროზე. არ ჩართოთ შრობის ციკლი, რადგან სითბოს შეუძლია გამოიწვიოს პლასტმასის დეფორმაცია.
02.
სამზარეულოს ღრუბელი და ტილოები
ღრუბლები და ტილოები სწრაფად ჭუჭყიანდება. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვის ციკლის შემდეგ ისინი ახალივით გახდება. მოათავსეთ ისინი ჩანგლების და კოვზებისთვის განკუთვნილ კალათაში და ჩართეთ ყველაზე ცხელი პროგრამა.
03.
თმის ჯაგრისები, სავარცხლები და თავსაკრავები
თმის ჯაგრისებს და სავარცხლებს შეგიძლიათ მიანიჭოთ გასაოცარი სისუფთავე, თუ მათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხავთ. პირველ რიგში მოაშორეთ ზედმეტი თმა და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ მოათავსოთ ბუნებრივი ჯაგარის ან ხის ტარის მქონე ჯაგრისები.
04.
ვენტილატორის ცხაური
ვენტილატორის ცხაურები ძალიან ჭუჭყიანდება და მათი ხელით გარეცხვა ძნელია. საბედნიეროდ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა საუკეთესოა მათ კარგად გასასუფთავებლად. სავენტილაციო სარქველის თავსახურებიც შეგიძლიათ მოათავსოთ იქ. დაიმახსოვრეთ, ემალირებული ან შეღებილი ცხაური უნდა გარეცხოთ მხოლოდ ხელით.
05.
კომფორის ცხაურა, კომფორის თავსახური და მართვის ღილაკები
თქვენი კომფორის ცხაურა წინა ხაზზეა კერძების მომზადებისას და რამდენიმე გამოყენების შემდეგაც გროვდება ცხიმი და საკვების ნამწვავი. თქვენ შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსოთ კომფორის მოსახსნელი ლითონის ნაწილები, რათა დაუბრუნოთ სუფთა და ჰიგიენური სახე.
06.
პლასტმასის სათამაშოები
ალბათ ძალიან გსურთ, რომ თქვენი ბავშვების სათამაშოები იყოს სუფთა და ჰიგიენური, მაგრამ ალბათ ვერც წარმოიდგენდით, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანას შეუძლია დაგეხმაროთ. ჩადეთ ყველაფერი, რისი გარეცხვაც გინდათ, სარეცხის ბადისებრ ჩანთაში და დადეთ ზედა თაროზე.
07.
მიკროტალღური ღუმელის მბრუნავი დისკი
მინის პლატფორმაზე, რომელიც ატრიალებს საკვებს თქვენს მიკროტალღურ ღუმელში, შეიძლება დაისხას სითხე ან სოუსები მათი მომზადებისას დუღილის შემთხვევაში, ასე რომ, ზოგჯერ მას კარგად გასუფთავება სჭირდება. დადეთ ის ქვედა თაროზე ჩვეულებრივი თეფშის სახით და ის ახალივით გახდება.
08.
პლასტმასის და რეზინის ფეხსაცმლები, ბოტები და პლაჟის ფეხსაცმელი
თუ მათი ტარება წვიმიან ამინდში შესაძლებელია, მაშინ შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი მანქანით მათი გარეცხვაც! ამოიღეთ ღაბაში და საფარი და გამოტოვეთ შრობის ციკლი. თუ ცოტას ყოყმანობთ ჭუჭყიანი ფეხსაცმლების იმავე მოწყობილობაში გარეცხვის გამო, სადაც ჭურჭელს რეცხავთ ხოლმე, შეგიძლიათ ამ ორ რეცხვას შორის ცარიელი ციკლი გამოიყენოთ.
09.
მინის სანათები
მინის სანათები შეიძლება გამტვერიანდეს და გაჭუჭყიანდეს, განსაკუთრებით თუ ისინი სამზარეულოშია. შეგიძლიათ მათი მოხსნა და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა გაშრობის ციკლის გამოტოვებით. თუ ძვირადღირებული ან ნაზი სანათი გაქვთ, ყველაზე კარგი გზა ხელით რეცხვაა.
10.
კეპები
კეპმა შესაძლოა დაკარგოს ფორმა სარეცხ მანქანაში, მაგრამ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ციკლს მისი განახლება შეუძლია. დაამაგრეთ ის ადგილზე რეზინის ლენტით ზედა თაროზე და ჩართეთ პროგრამა სარეცხი საშუალების გარეშე.
11.
გამწოვის ცხიმის დამჭერი ფილტრი
დიახ, სწორად გაიგეთ. ეს ჭუჭყიანი, ძალიან ცხიმიანი ფილტრი შეგიძლიათ მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მაღალ ტემპერატურაზე ეფექტური წმენდისთვის. გააშრეთ ფილტრი ბოლომდე მის ხელახლა დამონტაჟებამდე.