ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი მარკირებები ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან პროდუქტის შესახებ. მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ აქ მოცემულ ინფორმაციას და გავიგოთ, რას ნიშნავს ის.
რას ნიშნავს ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მარკირება?
ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მარკირებები ენერგოეფექტურობის კლასიფიკაციის სტანდარტული სისტემაა, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმეტესობას. ტექნიკაზე ევროკავშირის პირველი ენერგოეფექტურობის მარკირება გამოჩნდა 1994 წელს. მას შემდეგ, ტექნიკის უფრო და უფრო მეტი კატეგორია ჩაერთო ევროკავშირის ენერგო რეგულაციებში და ეტიკეტებიც ბევრჯერ განახლდა.
ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მარკირებები ამცირებს ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიერ ენერგო მოხმარებას ორი გზით:
1. მომხმარებლებისთვის შედარების მკაფიო კრიტერიუმების მიცემა და მათი დახმარება ენერგოეფექტური პროდუქტების არჩევაში, და
2. კომპანიების წახალისება, ჩადონ ინვესტიციები უფრო ენერგოეფექტური პროდუქტების განვითარებაში.
ენერგოეფექტურობის მარკირებები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა წლიური ენერგომოხმარება, ხმის დონე და მისი სიმძლავრე. ამ პატარა ეტიკეტებზე მითითებულია ყველა ის დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ახალი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენისას.
რა არის მითითებული ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მარკირებაზე?
აი, ასე გამოიყურება ჭურჭლის სარეცხი მანქანების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის მარკირება, ხოლო სიმბოლოები და ციფრები აღნიშნავს შემდეგს:
წაიკითხეთ, რომ უფრო დეტალურად გაეცნოთ, რას ნიშნავს თითოეული შეფასება და ციფრი.
01.
ენერგოეფექტურობის კლასი (A+++ D-მდე)
ჭურჭლის სარეცხი მანქანების ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები იწყება A+++ - D-მდე, და ზოგადად, რაც უფრო დიდია ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მით უფრო ენერგოეფექტურია. თუმცა გახსოვდეთ, ყოველი ჩატვირთვისას ყველაზე დაბალი ენერგო და წყლის მოხმარებისთვის, მანქანა სავსე უნდა იყოს.
ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც გავლენას ახდენს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეფექტურობაზე, ინვერტორული ძრავაა. აარჩიეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანები უჯაგრისო ძრავებით. ისინი ბევრად ენერგოეფექტური და უხმაუროა, სხვა ტიპის ძრავებთან შედარებით.
02.
წლიური ენერგო მოხმარება (კვტსთ/წელიწადში)
ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე დატანილ ენერგოეფექტურობის მარკირებაზე მითითებულია მიახლოებითი წლიური ენერგო მოხმარების მაჩვენებელი, თუმცა სიზუსტე მისი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რეგულარულად იყენებთ მოწყობილობას. ჭურჭლის სარეცხი მანქანების შემთხვევაში, წლიური ენერგო მოხმარება დამოკიდებულია 280 რეცხვის სტანდარტულ ციკლზე წელიწადში, რაც ნიშნავს დაახლოებით 5-ჯერ რეცხვას კვირაში.
თქვენი რეცხვის ინდივიდუალური ჩვევები დიდ გავლენას იქონიებს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაზე. და მაინც, ჭურჭლის სარეცხი მანქანის წლიური ენერგო მოხმარების გამრავლებით ელექტროენერგიის კვტსთ-ის ღირებულებაზე ზუსტად შეგიძლიათ გაიგოთ, დაახლოებით რა დანახარჯი ექნება ჭურჭლის სარეცხი მანქანით სარგებლობას წელიწადში.
03.
წყლის ყოველწლიური მოხმარება (ლ/წელიწადში)
ჭურჭლის სარეცხი მანქანების ენერგოეფექტურობის მარკირებებზე ასევე მითითებულია წყლის წლიური მოხმარება, რაც ჩვეულებრივ, 3300-3600 ლიტრს უდრის წელიწადში. ეს მაჩვენებელი ეფუძნება 280 სტანდარტული რეცხვის ციკლს წელიწადში.
04.
შრობის ენერგოეფექტურობის კლასი (A - G)
ჭურჭლის სარეცხი მანქანების შრობის ენერგოეფექტურობის მაჩვენებლები A - G-მდეა და გიჩვენებთ, რამდენად ენერგოეფექტურია თქვენი მანქანა შრობის დროს.
05.
სიმძლავრე (დატვირთვის პარამეტრები)
ჭურჭლის სარეცხი მანქანის სიმძლავრე გამოხატულია „დატვირთვის პარამეტრებში“. ერთი ნაკრები მოიცავს სადილის თეფშს, დესერტის თეფშს, ერთ ჭიქას, სუფის ჯამს, ჩაის ჭიქას, ლამბაქს და დანა-ჩანგალს.
06.
ხმაურის დონე (დბ)
და ბოლოს, ენერგოეფექტურობის მარკირებაზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობის ხმის დონე. თანამედროვე მანქანების უმეტესობის ხმის დონე დაახლოებით 40-55 დეციბელია. კომპეტენციის ფარგლებში, ხმაურის დონე დაახლოებით 60 დეციბელია, მაშინ როცა სახლის ტელეფონის ზარის ხმაურის დონე დაახლოებით 80 დეციბელია.
რატომ უნდა იზრუნოთ ენერგოეფექტურობაზე?
ორი მთავარი მიზეზის გამო:
1. თქვენი ოჯახის ბიუჯეტისა და
2. გარემოს გამო
იმის მიუხედავად, რომ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე ჭურჭლის სარეცხი მანქანები გაცილებით ძვირია, ისინი ბევრად ნაკლებ ხარჯიანია. ენერგოეფექტურ ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე გადასვლა 50%-მდე შეამცირებს ელექტროენერგიის ხარჯებს და რამდენიმე წელში აგინაზღაურებთ ამ თავდაპირველ ინვესტიციას.
ელექტროენერგიის ფასები სწრაფად იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ცხოვრების სტილი მოითხოვს მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას, რესურსები კი იკლებს. ევროკომისიის თანახმად, ჩვენი მოწყობილობის ექსპლუატაციის მანძილზე თქვენმა დანაზოგმა 300 ევრო უნდა შეადგინოს. და ეს არ ეხება დროთა განმავლობაში ფასის ზრდას.
შეიძლება იფიქროთ „რა განსხვავებას მოგვცემს მხოლოდ ერთი ჭურჭლის სარეცხი მანქანა?“. ეს კუმულაციური ეფექტია. ენერგოეფექტურობა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა, როდესაც რესურსები მცირდება და ადამიანური ცხოვრების გავლენა ბუნებაზე მატულობს.
თუ მთელი ევროპა განაახლებს ჭურჭლის სარეცხი მანქანების მოდელებს ენერგოეფექტური მოდელებით, 2020 წლისთვის დაიზოგება 2 ტერავატ/სთ-მდე (რაც 2 000 000 000 კვსთ-ა!) ელექტროენერგია.