რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც თქვენი სარეცხი მანქანა შეიძლება არ ჟონავდეს. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, წყლის მიწოდების შლანგები მოშვებული ხომ არ არის
შეამოწმეთ, წყლის მიწოდების შეერთებები თქვენს სარეცხ მანქანასთან. თუ მოშვებულია, მოუჭირეთ ქანჩს.
შეამოწმეთ, წყლის მიწოდების ან სადრენაჟე შლანგები მოკეცილი ან გაჭედილი ხომ არ არის
წყლის მიწოდებისა და სადრენაჟე შლანგები არ უნდა იყოს მოკეცილი ან გაჭედილი. საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდეთ ან გაასწორეთ ისინი. გამოცვალეთ შლანგები, რომლებიც ჟონავს, გახვრეტილია ან დაჟანგულია.
შეამოწმეთ, წყლის მიწოდების შლანგის შუასადებები მოშვებული ხომ არ არის
წყლი მიწოდების შლანგს შუასადები აქვს ორივე მხარეს. ეს ორი შუასადები შეიძლება დროთა განმავლობაში მოეშვას. თუ წყალი ჟონავს შლანგიდან, შეიძლება დაგჭირდეთ შუასადებების შეცვლა.
შეამოწმეთ, დამაგრძელებელი შლანგის შეერთება მოშვებული ხომ არ არის
შეამოწმეთ შეერთება დამაგრძელებელ შლანგსა და თქვენი სარეცხი მანქანის სადრენაჟე შლანგს შორის. ყველა შეერთება დაცული უნდა იყოს. შეამოწმეთ მომჭერი, ხომ არ მოეშვა დროთა განმავლობაში. მოუჭირეთ ან, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ ის.
ნახეთ, ხომ არ არის ტუმბოს ფილტრი ჭუჭყიანი ან გაჭედილი
ყველაზე შესაძლო მიზეზია დაბინძურებული ტუმბოს ფილტრი. ტუმბოს ფილტრი უნდა გაიწმინდოს ყოველ სამ თვეში ერთხელ ან როცა გაიჭედება. ეს ფილტრი დამონტაჟებულია ღილებისა და ხურდების მსგავსი უცხო საგნების აღმოსაჩენად და სადრენაჟე შლანგში მათი შეღწევის პრევენციისათვის. ის მოთავსებულია თქვენი სარეცხი მანქანის ქვედა მარჯვენა კუთხეში.
ტუმბოს ფილტრის გასაწმენდად, მოხსენით ხუფი ფილტრის ამოსაღებად. სარეცხი მანქანების ზოგიერთ მოდელს საფარის უკან აქვს პატარა შლანგი, რომელიც ფილტრში წყალს ატარებს. დანარჩენების შემთხვევაში წყლის დაცლა ხდება ფილტრის ამოღებისას. ორივე შემთხვევაში კარგია ფილტრის ქვემოთ თასის ან პირსახოცების მოთავსება.
შლანგს თუ დაინახავთ, ამოაძრეთ ის და მოხსენით და დაელოდეთ, სანამ წყალი მთლიანად არ გამოვა. თუ არა, გადაატრიალეთ ფილტრი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ამოიღეთ ის. მოაშორეთ ფილტრს ჭუჭყი, თმა და უცხო საგნები. შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში.
შეამოწმეთ ფილტრის ღრუ, რათა ნახოთ, რამე ჭუჭყი, მონეტა ან ღილი ხომ არ არის ჩარჩენილი. გაწმინდეთ ის სველი ქსოვილით. და ბოლოს, ჩასვით და დაამაგრეთ ფილტრი საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით და დაახურეთ დამცავი ხუფი.
შეამოწმეთ მოწყობილობის ბალანსი
იმისთვის, რომ სარეცხმა მანქანამ სათანადოდ იმუშაოს, ის უნდა იდგეს თანაბრად და სწორად. ეცადეთ გაამოძრაოთ მოწყობილობა აქეთ-იქეთ ან წინ და უკან. თუ ის მეტისმეტად ირყევა, თქვენი იატაკი ან მანქანის ფეხები შეიძლება უსწორმასწოროა.
გამოიყენეთ თარაზო მოწყობილობის ბალანსის შესამოწმებლად. თუ ის დარღვეულია, დაარეგულირეთ ფეხი. შეყავით ხელი სარეცხი მანქანის ქვემოთ და იპოვეთ ფეხზე არსებული საჩერებელი ქანჩი. მოუშვით ისინი და გადაატრიალეთ ფეხი საათის ისრის მიმართულებით ან მის საპირისპიროდ, სანამ ფეხი მყარად არ იქნება იატაკზე. მოუჭირეთ ყველა საჩერებელ ქანჩს ხელით.
მოერიდეთ მოწყობილობის გადატვირთვას
სარეცხ მანქანებს განსხვავებული მოცულობები აქვთ. თუ თქვენი სარეცხი მანქანა ზედმეტად არის დატვირთული, სარეცხი საშუალება შეიძლება გაიჭედოს ტანისამოსის ნაკეცებს შორის და სრულად არ გაიხსნას. გაეცანით თქვენს მომხმარებლის სახელმძღვანელოს პროგრამებისა და მათი სარეცხის ტევადობის შესახებ. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
რეცხვასთან დაკავშირებით დამატებითი რჩევებისთვის იხილეთ ჩვენი სახელმძღვანელო, თუ როგორ ჩატვირთოთ სარეცხი და რა დატვირთვას უძლებს თქვენი სარეცხი მანქანა.
შეამოწმეთ, ხომ არის კარები სათანადოდ დახურული
თუ კარი მჭიდროდ არ იქნება დაკეტილი, წყალმა შეიძლება გამოჟონოს. გამოიღეთ ნივთები, რომლებიც იჭედება კარში და მიაწექით მას, სანამ ჩაკეტვის ხმას არ გაიგონებთ.
შეამოწმეთ, რომ სარეცხი საშუალების უჯრა სათანადოდ იყოს დაკეტილი
დარწმუნდით, რომ სარეცხი საშუალების უჯრა სათანადოდ არის დაკეტილი. თუ ის ბოლომდე არ იქნება დაკეტილი, მანქანიდან შეიძლება წყალმა გამოჟონოს.