დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც არ ავლებს?

როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც არ ავლებს?
როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც არ ავლებს?

 

 

რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც თქვენი სარეცხი მანქანა შეიძლება სათანადოდ არ ავლებდეს. შედეგად, შეიძლება გარეცხილ სარეცხზე შეიძლება გაჩნდეს თეთრი ლაქები ან დარჩეს საპონი. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

მოერიდეთ მოწყობილობის გადატვირთვას

 

სარეცხ მანქანებს განსხვავებული მოცულობები აქვთ. თუ თქვენი სარეცხი მანქანა ზედმეტად არის დატვირთული, სარეცხი საშუალება შეიძლება გაიჭედოს ტანისამოსის ნაკეცებს შორის და სრულად არ გაიხსნას. გაეცანით თქვენს მომხმარებლის სახელმძღვანელოს პროგრამებისა და მათი სარეცხის ტევადობის შესახებ. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. 

 

რეცხვის შესახებ მეტი მინიშნებებისთვის, წაიკითხეთ ჩვენი ინსტრუქციები, როგორ უნდა ჩატვირთოთ სარეცხი მანქანა სათანადოდ და რა მოცულობის სარეცხის გარეცხვა შეუძლია თქვენს მანქანას.

 

 

 

მოერიდეთ ზედმეტი სარეცხი საშუალების გამოყენებას

 

შესაძლოა თქვენ იყენებთ მეტისმეტად ბევრ ან თქვენი მანქანისთვის შეუსაბამო სარეცხ საშუალებას. წაიკითხეთ სარეცხი საშუალების შეფუთვაზე არსებული ინსტრუქცია, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ის ზუსტად იმ ტიპისაა, რომელიც თქვენს სარეცხ მანქანას შეესაბამება. დარწმუნდით, რომ არ იყენებთ რეკომენდებულ დოზაზე მეტს.

 

 

 

სარეცხი საშუალება ჩაყარეთ სარეცხი მანქანის შესაბამის განყოფილებაში

 

სარეცხი საშუალების უჯრაში სამი ნაკვეთურია, რომელთაგან ორი სარეცხი საშუალების, ხოლო ერთი დამარბილებლისთვისაა.

 

ნაკვეთური, რომელსაც აწერია „I“ წინასწარი რეცხვისთვისაა განკუთვნილი, ხოლო რომელსაც აწერია „II“ - ძირითადი რეცხვისთვის. შუაში მოთავსებული განყოფილება დამარბილებლისთვისაა განკუთვნილი. დარწმუნდით, რომ სარეცხ საშუალებას სწორ ნაკვეთურში ათავსებთ.

 

პირველ განყოფილებაში სარეცხი საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაყარეთ, თუ წინასწარი რეცხვის პროგრამას იყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სარეცხი მანქანა მხოლოდ სარეცხი საშუალების ნახევარს გამოიყენებს. დარჩენილი რაოდენობა შეიძლება გაიხსნას დოლურაში გავლების პროცესის დროს. ასეთ დროს, სარეცხი საშუალება შეიძლება ბოლომდე არ გაიხსნას და წარმოქმნას ლაქები.

 

 

 

შეამოწმეთ, სადრენაჟე შლანგი მოკეცილი ან გაბიდნული ხომ არ არის

 

თქვენს სარეცხ მანქანას და დრენაჟს შორის არსებული შლანგი არ უნდა იყოს გადაღუნული ან გაჭედილი. თუ შლანგი წყალს კარგად ვერ გამოდევნის, სარეცხზე შეიძლება დარჩეს საპნის კვალი. შეამოწმეთ შლანგი და საჭიროების შემთხვევაში, გაასუფთავეთ ან გაასწორეთ.

 

 

 

ნახეთ, ხომ არ არის ტუმბოს ფილტრი ჭუჭყიანი ან გაჭედილი

 

ყველაზე შესაძლო მიზეზია დაბინძურებული ტუმბოს ფილტრი. ტუმბოს ფილტრი უნდა გაიწმინდოს ყოველ სამ თვეში ერთხელ ან როცა გაიჭედება. ეს ფილტრი დამონტაჟებულია ღილებისა და ხურდების მსგავსი უცხო საგნების აღმოსაჩენად და სადრენაჟე შლანგში მათი შეღწევის პრევენციისათვის. ის განთავსებულია მანქანის მარჯვენა ქვედა კუთხეში.

 

ტუმბოს ფილტრის გასაწმენდად, მოხსენით ხუფი ფილტრის ამოსაღებად. სარეცხი მანქანების ზოგიერთ მოდელს საფარის უკან აქვს პატარა შლანგი, რომელიც ფილტრში წყალს ატარებს. დანარჩენების შემთხვევაში წყლის დაცლა ხდება ფილტრის ამოღებისას. ორივე შემთხვევაში კარგია ფილტრის ქვემოთ თასის ან პირსახოცების მოთავსება.

 

შლანგს თუ დაინახავთ, ამოაძრეთ ის და მოხსენით და დაელოდეთ, სანამ წყალი მთლიანად არ გამოვა. თუ არა, გადაატრიალეთ ფილტრი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ამოიღეთ ის. ამის გაკეთებისას წყალი უნდა გამოვიდეს. მოაშორეთ ფილტრს ჭუჭყი, თმა და უცხო საგნები. შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში.

 

შეამოწმეთ ფილტრის ღრუ, რათა ნახოთ, რამე ჭუჭყი, მონეტა ან ღილი ხომ არ არის ჩარჩენილი. გაწმინდეთ ის სველი ქსოვილით. და ბოლოს, ჩასვით და დაამაგრეთ ფილტრი საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით და დაახურეთ დამცავი ხუფი.

 

 

 

შეამოწმეთ წყლის წნევა

 

თქვენს სარეცხ მანქანას სჭირდება სათანადო წყლის წნევა უჯრიდან სარეცხი საშუალების ამოსაღებად. შეამოწმეთ წყლის წნევა წყლის მილზე დამონტაჟებულ მანომეტრზე ან სარეცხი მანქანის უკან სარქველზე მანომეტრის დამონტაჟების გზით.

 

წყლის წნევა თქვენი Beko-ს სარეცხი მანქანის ასამუშავებლად 1-10 ბარი უნდა იყოს (0,1-1 მპა). თუ წნევა ამაზე დაბალია, შესაძლოა წყლის მილები გაბიდნულია ან ჟონავს. ასეთ შემთხვევაში გადაკეტეთ წყლის მიწოდების სარქველი და დაუკავშირდით კვალიფიციურ სანტექნიკოსს.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko