დარწმუნდით, რომ მოწყობილობა შეერთებულია წყალმომარაგების მუშა სისტემაზე. თუ თქვენი სარეცხი მანქანა მაინც არ მუშაობს, გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, წყალმომარაგების შლანგი მოკეცილი ან გაჭედილი ხომ არ არის
წყლის მიწოდების ან შემშვები შლანგი მანქანასა და წყალმომარაგების სისტემას შორის არ უნდა იყოს მოკეცილი ან გაჭედილი. საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდეთ ან გაასწორეთ შლანგი. გამოცვალეთ შლანგები, რომლებიც ჟონავს, გახვრეტილია ან დაჟანგულია.
შეამოწმეთ, წყლის შემშვები ფილტრები ხომ არ არის ჭუჭყიანი ან გაჭედილი
შეამოწმეთ წყლის შემშვები ფილტრები სარეცხი მანქანის უკანა მხარეს. სულ ორი ცალი უნდა იყოს; ერთი, სადაც წყლის მიწოდება და წყლის მიმწოდებელი შლანგი ერთდება და მეორე, სადაც შლანგი შედის სარეცხ მანქანაში. შესაძლოა საჭირო იყოს ამ ფილტრების გაწმენდა, ვინაიდან დროთა განმავლობაში ჭუჭყი და უცხო ნაწილაკები გროვდება შიგნით.
დაკეტეთ ონკანები, მოხსენით წყლის მიწოდების შლანგის ქანჩები. ამოიღეთ ფილტრები და გაწმინდეთ ჯაგრისით. თუ ფილტრები ძალიან ჭუჭყიანია, მოხსენით ისინი შუასადებებთან ერთად ბრტყელტუჩას დახმარებით და გულდასმით გარეცხეთ გამდინარე წყალში. ჩასვით ისინი ფრთხილად და მოუჭირეთ ქანჩებს ხელით.
შეამოწმეთ, ხომ არის კარები სათანადოდ დახურული
თუ თქვენი სარეცხი მანქანა დააფიქსირებს, რომ კარი ღიაა, ის არ დაიწყებს წყლის ავსებას. დარწმუნდით, რომ კარი მჭიდროდ არის დაკეტილი. გამოიღეთ ნივთები, რომლებიც გაჭედილია კარში და მიაწექით მას, სანამ ჩაკეტვის ხმას არ გაიგონებთ.
გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები
თუ პრობლემა არ მოგვარდება, შესაძლოა თქვენს სარეცხ მანქანას ჰქონდეს ტექნიკური პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.