თქვენმა მოწყობილობამ უნდა დაატრიალოს დოლურა და გარეცხოს მასში ჩატვირთული სარეცხი. დოლურა ტრიალებს მაშინაც (მაგრამ უფრო ჩქარა), როცა ტანისამოსიდან ხდება წყლის გამოწურვა. თუ დოლურა საერთოდ არ ტრიალებს, ნახეთ, ხომ არ დაგეხმარებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, ხომ არის კარები სათანადოდ დახურული
თუ თქვენი სარეცხი მანქანა გამოავლენს, რომ მისი კარი ღიაა, ის არ დაიწყებს ფუნქციონირებას. შეამოწმეთ, რომ კარები მტკიცედაა დახურული. გამოიღეთ ნივთები, რომლებიც იჭედება კარში და მიაწექით მას, სანამ ჩაკეტვის ხმას არ გაიგონებთ.
დარწმუნდით, რომ დატვირთვა თანაბრადაა გადანაწილებული
დოლურას შიგნით არათანაბრად გადანაწილებულმა სარეცხმა შესაძლოა დააზიანოს თქვენი სარეცხი მანქანა. ამის თავიდან ასაცილებლად, Beko-ს სარეცხი მანქანები ავტომატურად ამოწმებს დატვირთვას და წყვეტს ბრუნვის პროცესს, თუ ის არათანაბრად არის განაწილებული დოლურის შიგნით.
მიზეზს წარმოადგენს შემსრუტავი სახის ქსოვილები, როგორიცაა ხალიჩები და საბნები. დაუბალანსებელი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად, საბნის მსგავსი მოცულობითი ნივთები გარეცხეთ მხოლოდ ერთ მძიმე ნივთთან, მაგალითად, დიდ პირსახოცთან ან სხვა საბანთან ერთად. თუ დოლურა ტრიალს შეწყვეტს შუა ციკლის დროს, შეაჩერეთ მანქანა, დაცალეთ წყალი და შეუცვალეთ მდებარეობა სარეცხს.
მოერიდეთ ზედმეტი სარეცხი საშუალების გამოყენებას
შესაძლოა იყენებთ ძალიან დიდი რაოდენობით სარეცხ საშუალებას ან ისეთ სარეცხ საშუალებას, რომელიც თქვენს მოწყობილობას არ შეესაბამება. ასეთ შემთხვევაში თქვენი სარეცხი მანქანა შეწყვეტს ტრიალს და ეცდება დოლურაში არსებული ზედმეტი ქაფის შეწოვას. წაიკითხეთ სარეცხი საშუალების შეფუთვაზე არსებული ინსტრუქცია, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ის ზუსტად იმ ტიპისაა, რომელიც თქვენს სარეცხ მანქანას შეესაბამება. დარწმუნდით, რომ არ იყენებთ რეკომენდებულ დოზაზე მეტს.
ნახეთ, დარჩა თუ არა წყალი დოლურაში
წურვის ციკლი არ დაიწყება, თუ წყალი მთლიანად არ დაცლილა. გამორთეთ სარეცხი მანქანა და შეამოწმეთ სადრენაჟე შლანგი და ტუმბოს ფილტრი. შლანგი არ უნდა იყოს მოხრილი ან გაჭედილი. საჭიროების შემთხვევაში, გაწმინდეთ ან გაასწორეთ ის. გამოცვალეთ შლანგები, რომლებიც ჟონავს, გახვრეტილია ან დაჟანგულია. გაჭედვის თავიდან აცილების მიზნით, გაასუფთავეთ სადრენაჟე ტუმბო ყოველ სამ თვეში ერთხელ.
შეამოწმეთ, დაზიანებული ხომ არ არის ამძრავი ღვედი
გახსენით კარი და ეცადეთ ხელით დაატრიალოთ დოლურა. თუ ის ყოველგვარი წინაღობის გარეშე ტრიალებს, შესაძლოა დაზიანებული ან გაწყვეტილი იყოს სარეცხი მანქანის ამძრავი ღვედი. ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
გაითვალისწინეთ ტექნიკური გაუმართაობა
შესაძლოა თქვენი სარეცხი მანქანა გაჩერდა ელექტროენერგიის მკვეთრი მომატების გამო. გამორთეთ მოწყობილობა შტეფსელიდან, დაელოდეთ ცოტა ხანს და შემდეგ ისევ შეაერთეთ. ეცადეთ პროგრამის კვლავ ჩართვა. თუ პრობლემა არ მოგვარდება, შესაძლოა თქვენს სარეცხ მანქანას ჰქონდეს ტექნიკური პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.