მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად

2 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც არ ცლის წყალს?

როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც არ ცლის წყალს?
როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც არ ცლის წყალს?

 

 

თუ თქვენი სარეცხი მანქანა წყალს არ ცლის, თქვენი სარეცხი სათანადოდ ვერ გაირეცხება. რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც თქვენი სარეცხი მანქანა შეიძლება არ ცლიდეს წყალს. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

ნახეთ, ხომ არ არის ტუმბოს ფილტრი ჭუჭყიანი ან გაჭედილი

 

ყველაზე შესაძლო მიზეზია დაბინძურებული ტუმბოს ფილტრი. ტუმბოს ფილტრი უნდა გაიწმინდოს ყოველ სამ თვეში ერთხელ ან როცა გაიჭედება. ეს ფილტრი დამონტაჟებულია ღილებისა და ხურდების მსგავსი უცხო საგნების აღმოსაჩენად და სადრენაჟე შლანგში მათი შეღწევის პრევენციისათვის. ის მოთავსებულია თქვენი სარეცხი მანქანის ქვედა მარჯვენა კუთხეში. 

 

ტუმბოს ფილტრის გასაწმენდად, მოხსენით ხუფი ფილტრის ამოსაღებად. სარეცხი მანქანების ზოგიერთ მოდელს საფარის უკან აქვს პატარა შლანგი, რომელიც ფილტრში წყალს ატარებს. დანარჩენების შემთხვევაში წყლის დაცლა ხდება ფილტრის ამოღებისას. ორივე შემთხვევაში კარგია ფილტრის ქვემოთ თასის ან პირსახოცების მოთავსება.

 

შლანგს თუ დაინახავთ, ამოაძრეთ ის და მოხსენით და დაელოდეთ, სანამ წყალი მთლიანად არ გამოვა. თუ არა, გადაატრიალეთ ფილტრი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ამოიღეთ ის. მოაშორეთ ფილტრს ჭუჭყი, თმა და უცხო საგნები. შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში.

 

შეამოწმეთ ფილტრის ღრუ, რათა ნახოთ, რამე ჭუჭყი, მონეტა ან ღილი ხომ არ არის ჩარჩენილი. გაწმინდეთ ის სველი ქსოვილით. და ბოლოს, ჩასვით და დაამაგრეთ ფილტრი საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით და დაახურეთ დამცავი ხუფი.

 

 

 

შეამოწმეთ, სადრენაჟე შლანგი მოკეცილი ან გაბიდნული ხომ არ არის

 

თქვენს სარეცხ მანქანას და დრენაჟს შორის არსებული შლანგი არ უნდა იყოს გადაღუნული ან გაჭედილი. შეამოწმეთ შლანგი და საჭიროების შემთხვევაში, გაასუფთავეთ ან გაასწორეთ. სხვა შემთხვევაში წყალი შეიძლება ვერ დაიწრიტოს ბოლომდე დოლურადან. 

 

 

 

დარწმუნდით, რომ ჩამდინარე წყალი არ ბრუნდება უკან დოლურაში

 

თუ ტუმბოს ფილტრს ან დრენაჟის შლანგს პრობლემები არ აქვს, შესაძლოა დაწრეტილი წყალი ბრუნდება დოლურაში. ჩამდინარე წყლის მანქანაში შებრუნების თავიდან ასაცილებლად, გააკეთეთ შემდეგი:

  • სადრენაჟე შლანგი მომჭერით მიამაგრეთ სარეცხი მანქანის უკან მიერთებული შლანგების ზევით. არ მოხსნათ შლანგი თავისი მომჭერიდან. 
  • დარწმუნდით, რომ სადრენაჟე შლანგი შეერთებულია ჩამდინარე წყლის გამომშვებზე იატაკიდან მინიმუმ 40 სმ და მაქსიმუმ 100 სმ-ზე. 
  • შეამოწმეთ, რომ შლანგი დაახლოებით 15 სმ-ით არის შესული სადრენაჟე ხვრელში. თუ ის ძალიან გრძელია, დაამოკლეთ.

 

 

გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები

 

თუ პრობლემა არ მოგვარდება, ალბათ სარეცხ მანქანას ტექნიკური პრობლემა აქვს. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko