დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც ირხევა ან აქვს ვიბრაცია

როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც ირხევა ან აქვს ვიბრაცია
როგორ შევაკეთოთ სარეცხი მანქანა, რომელიც ირხევა ან აქვს ვიბრაცია

 

 

ვიბრაციას და მოძრაობას გავლენა აქვს რეცხვაზე და შეუძლია გამოიწვიოს თქვენი მოწყობილობის დაზიანება. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

შეამოწმეთ, რომ დამონტაჟების დროს მოხდა ტრანსპორტირების ჭანჭიკების და დამცავი პენოპლასტის მოხსნა

 

თუ დამონტაჟების შემდეგ პირველად იყენებთ მანქანას, შეამოწმეთ, რომ მოხსნილია ტრანსპორტირების ჭანჭიკები და დამცავი პენოპლასტი.

 

ტრანსპორტირების ჭანჭიკი საჭიროა იმისთვის, რომ მყარად დაიჭიროს დოლურა ადგილზე და დაიცვას იგი დაზიანებისგან ტრანსპორტირების დროს. ისინი მოთავსებულია სარეცხი მანქანის უკანა ნაწილში და მისი მოხსნა შესაძლებელია უბრალოდ მათი ამოძრობის გზით.

 

პენოპლასტი მოთავსებულია მოწყობილობის ქვემოთ. თქვენ შეამჩნევთ ლენტის ზოლს, რომელიც მანქანის ქვედა ნაწილიდან წინა მხარისკენაა მიმართული. მოქაჩეთ ამ ლენტს პენოპლასტის გასათავისუფლებლად.

 

 

 

შეამოწმეთ მოწყობილობის ბალანსი

 

იმისთვის, რომ სარეცხმა მანქანამ სათანადოდ იმუშაოს, ის უნდა იდგეს თანაბრად და სწორად. დაუბალანსებელ მოწყობილობას ექნება ვიბრაცია და რხევა მუშაობისას. ეცადეთ გაამოძრაოთ მოწყობილობა აქეთ-იქეთ ან წინ და უკან. თუ ის მეტისმეტად ირყევა, თქვენი იატაკი ან მანქანის ფეხები შეიძლება უსწორმასწოროა. 

 

გამოიყენეთ თარაზო მოწყობილობის ბალანსის შესამოწმებლად. თუ ის დარღვეულია, დაარეგულირეთ ფეხი. შეყავით ხელი სარეცხი მანქანის ქვემოთ და იპოვეთ ფეხზე არსებული საჩერებელი ქანჩი. მოუშვით ისინი და გადაატრიალეთ ფეხი საათის ისრის მიმართულებით ან მის საპირისპიროდ, სანამ ფეხი მყარად არ იქნება იატაკზე. მოუჭირეთ ყველა საჩერებელ ქანჩს ხელით.

 

 

 

დარწმუნდით, რომ დატვირთვა თანაბრადაა გადანაწილებული

 

თქვენს სარეცხ მანქანას შესაძლოა ექნეს ვიბრაცია და რხევა მუშაობისას, თუ დოლურას შიგნით დატვირთვა თანაბრად არა გადანაწილებული. ასეთ შემთხვევაში, მიზეზი ხდება ისეთი შემწოვი ნივთები, როგორიცაა ნოხეი და საბნები. დაუბალანსებელი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად, საბნის მსგავსი მოცულობითი ნივთები გარეცხეთ მხოლოდ ერთ მძიმე ნივთთან, მაგალითად, დიდ პირსახოცთან ან სხვა საბანთან ერთად.

 

 

 

ნახეთ, ხომ არ არის ტუმბოს ფილტრი ჭუჭყიანი ან გაჭედილი

 

ტუმბოს ფილტრში გაჭედილმა მყარმა საგანმაც შეიძლება გამოიწვიოს ვიბრაცია. ეს ფილტრი დამონტაჟებულია ღილებისა და ხურდების მსგავსი უცხო საგნების აღმოსაჩენად და სადრენაჟე შლანგში მათი შეღწევის პრევენციისათვის. ის მოთავსებულია თქვენი სარეცხი მანქანის ქვედა მარჯვენა კუთხეში. 

 

ტუმბოს ფილტრის გასაწმენდად, მოხსენით ხუფი ფილტრის ამოსაღებად. სარეცხი მანქანების ზოგიერთ მოდელს საფარის უკან აქვს პატარა შლანგი, რომელიც ფილტრში წყალს ატარებს. დანარჩენების შემთხვევაში წყლის დაცლა ხდება ფილტრის ამოღებისას. ორივე შემთხვევაში კარგია ფილტრის ქვემოთ თასის ან პირსახოცების მოთავსება.

 

შლანგს თუ დაინახავთ, ამოაძრეთ ის და მოხსენით და დაელოდეთ, სანამ წყალი მთლიანად არ გამოვა. თუ არა, გადაატრიალეთ ფილტრი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და ამოიღეთ ის. მოაშორეთ ფილტრს ჭუჭყი, თმა და უცხო საგნები. შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში.

 

შეამოწმეთ ფილტრის ღრუ, რათა ნახოთ, რამე ჭუჭყი, მონეტა ან ღილი ხომ არ არის ჩარჩენილი. გაწმინდეთ ის სველი ქსოვილით. და ბოლოს, ჩასვით და დაამაგრეთ ფილტრი საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით და დაახურეთ დამცავი ხუფი.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko