დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ დავიცვათ ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დაკაწვრისგან?

როგორ დავიცვათ ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დაკაწვრისგან?
როგორ დავიცვათ ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დაკაწვრისგან?

 

 

გარკვეული ტიპის ჭურჭელი იკაწრება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

 

სამზარეულოს ინვენტარი, რომელიც შედგება ან დამზადებულია ალუმინისგან, შეიძლება დაიჟანგოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვის შემდეგ. ზოგიერთი თხელი მინის ჭურჭელი და ფაიფურის ნივთები ასევე არ უნდა გაირეცხოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

 

შეამოწმეთ თითოეული ნივთის რეცხვის ინსტრუქცია იმისათვის, რომ გაიგოთ შეიძლება თუ არა მათი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. სხვა ნივთებთან დაკავშირებით გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

შეამოწმეთ წყლის სიხისტის დონე და შესაბამისად, გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი ეხმარება თქვენი მოწყობილობის შიდა დამარბილებელ განყოფილებას წყლის სიხისტის შემცირებაში. თუ თქვენი წყალი რბილია (< 5dH), არ გამოიყენოთ მარილი, რადგან მან შეიძლება გაკაწროს ან გამოიწვიოს მინის ჭურჭლის კოროზია.

 

წყლის სიხისტის დონის შესამოწმებლად, გამოიყენეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ინსტრუქციები. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.  

 

 

 

არ ჩაყაროთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი მოწყობილობის შიგნით

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ავზებში წყალი ასხია, რომელიც შეიძლება გადმოვიდეს, როდესაც ავზს მარილით გაავსებთ. მარილი შესაძლოა ჩაიყაროს მოწყობილობის შიგნით, როცა მარილის ავზს ავსებთ. ჭურჭლის სარეცხი მაქნანის ავზის შიგნით არსებულმა მარილმა შესაძლოა გაკაწროს მინის ჭურჭელი.

 

მარილის გაბნევის შესამცირებლად, ავზში მარილის ჩასაყრელად გამოიყენეთ ძაბრი, რომელიც მოყვა Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, და მოწმინდეთ ავზიდან გადმოღვრილი წყალი ან დაბნეული მარილის გრანულები. შევსების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ავზს.

 

ჩართეთ წინასწარი რეცხვის პროგრამა ან ყველაზე ხანმოკლე პროგრამა იმ მარილის მოსაშორებლად, რომელიც შესაძლოა გაბნეულიყო მოწყობილობის შიგნით. თავსახურის ქვეშ არსებული მარილის გრანულები გაიხსნება წინასწარი რეცხვის დროს და შესაძლოა გამოიწვიოს თავსახურის მოშვება. შეამოწმეთ თავსახური პროგრამის ბოლოს და დახურეთ ის მჭიდროდ.

 

 

 

დარწმუნდით, რომ წყლის სიხისტის პარამეტრი სწორად არის შერჩეული

 

ხისტმა წყალმაც შეიძლება გამოიწვიოს ჭურჭლის დაკაწვრა. თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს წყლის სიხისტის პარამეტრი, რომელიც უნდა დარეგულირდეს თქვენი ონკანის წყლის სიხისტის მიხედვით.

 

სწორი პარამეტრის შესარჩევად, მიყევით მომხმარებლის სახელმძღვანელოს ინსტრუქციებს. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.  

 

Auto GlassShield®-ის მქონე Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სენსორები, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ონკანის წყლის სიხისტეს და ავტომატურად არეგულირებს მას.

 

 

 

შეამოწმეთ, სწორადაა თუ არა დატვირთული მოწყობილობა

 

შესაძლოა ჭურჭელი არასწორად გაქვთ მოთავსებული ან თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა გადატვირთულია. დარწმუნდით, რომ ყველა თეფში სწორად არის დახრილი და ისინი არ ეხებიან ერთმანეთს ან სარეცხი მანქანის მოძრავ ნაწილებს. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის  იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. 

 

თუ ჭურჭელს არასწორად ტვირთავთ, რეცხვის ციკლის დროს შეფრქვეულმა წყალმა შეიძლება ერთმანეთს შეახეთქოს ისინი, დაკაწროს ან გატეხოს კიდეც.

 

 

 

მოერიდეთ ზედმეტი სარეცხი საშუალების გამოყენებას 

 

ზედმეტი სარეცხი საშუალების გამოყენება არ ნიშნავს, რომ თქვენი ჭურჭელი უკეთ გაირეცხება. დისპენსერის გადატვირთვის შემთხვევაში, დარჩენილმა სარეცხმა საშუალებამ შეიძლება დაკაწროს თქვენი ჭურჭლის ზედაპირები. ყოველთვის გაითვალისწინეთ დონის აღმნიშვნელები და არ გადააჭარბოთ მათ.

 

 

 

არ გამოიყენოთ არასათანადო სარეცხი საშუალებები და სხვა პროდუქტები

 

გამოიყენეთ სარეცხი და სავლები საშუალებები და მარილი, რომლებიც სპეციალურად ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვისაა განკუთვნილი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე, ხელის საპონი, მათეთრებელი, ძმარი ან სხვა ქიმიური საშუალებები, ვინაიდან ასეთი პროდუქტები ამცირებს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობას, იწვევს ლითონის ნაწილების დაჟანგებას და შეიძლება შეამციროს მისი ექსპლუატაციის ვადაც.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko