ჭურჭლიდან ფერადი ლაქების, როგორიცაა ჩაი, ყავა ან პომადა, სრულად მოცილება შეიძლება რთული იყოს. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
დარწმუნდით, რომ შესაფერისი პროგრამა აირჩიეთ
თქვენ მიერ არჩეული რეცხვის პროგრამა შეიძლება შეუფერებელი იყოს იმ ტიპის ჭურჭლისთვის, რომლის გარეცხვაც გსურთ. ძალიან დასვრილი ჭურჭლისთვის აირჩიეთ მაღალი ტემპერტურისა და შედარებით ხანგრძლივი ციკლის მქონე პროგრამა.
მოერიდეთ დაზიანებული ზედაპირების მქონე სამზარეულოს ჭურჭლის გარეცხვას
ფერადი ლაქები შეიძლება ბოლომდე არ გაირეცხოს, თუ ჭურჭლის ზედაპირებზე დაზიანების ნიშნები შეინიშნება. ლაქები შეიძლება დარჩეს ფორებში ან ფოსოებში, რეცხვის ციკლის შემდეგაც კი. მოერიდეთ ამ ნივთების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვას.
დარწმუნდით, რომ სარეცხ საშუალებას სათანადო პირობებში ინახავთ
ნესტიან ადგილებში და ძველ სარეცხ საშუალებებთან ერთად შენახული სარეცხი ფხვნილები გამაგრდება და სათანადოდ არ გაიხსნება. ჭურჭლის სარეცხი საშუალება შეინახეთ დახურულ კონტეინერში, ნესტისგან და ზედმეტი ტემპერატურისგან მოშორებით.
შეამოწმეთ, სწორადაა თუ არა დატვირთული მოწყობილობა
შეიძლება არასწორად ტვირთავთ ფინჯნებსა და ჭიქებს ან ზედმეტად ტვირთავთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას. დარწმუნდით, რომ ყველა ნივთი სწორად არის დახრილი და ისინი არ ეხებიან ერთმანეთს ან სარეცხი მანქანის მოძრავ ნაწილებს. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო.