არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ასუფთავებს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჭურჭელს. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, ხომ არ არის დაბინძურებული ან გაჭედილი საშხეფელას ნახვრეტები
თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს ნახვრეტები საშხეფელაზე, საიდანაც წყალს უშვებს ავზში. თუ ეს ნახვრეტები გაჭედილია, შესაძლოა ავზში ვერ მოხვდეს საჭირო რაოდენობის წყალი. ასეთ შემთხვევაში დისპენსერის შიგნით არსებული სარეცხი საშუალება არ გაიხსნება ბოლომდე და ჭურჭელი არ გაირეცხება სათანადოდ.
შეამოწმეთ საშხეფელას ნახვრეტები, ხომ არაა ისინი გაჭედილი. მოხსენით და გაწმინდეთ ისინი რეგულარულად ან იმ შემთხვევაში, თუ გაიჭედება.
ზედა საშხეფელას გასაწმენდად, გადაატრიალეთ ქანჩი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და მოხსენით როგორც ქანჩი, ასევე საშხეფელა. მოხსენით ქვედა საშხეფელა ზემოთ ამოწევის გზით. გარეცხეთ საშხეფელა ონკანის ქვეშ. მათი ნახვრეტების გასასუფთავებლად გამოიყენეთ ჯაგრისი.
შეამოწმეთ, რომ ქანჩი სათანადოდაა მოჭერილი ზედა საშხეფელას ხელახლა დამონტაჟებისას. დააბრუნეთ ქვედა საშხეფელა თავის პოზიციაში და დააჭირეთ ხელი ქვემოთა მიმართულებით, სანამ არ გაიგონებთ ტკაცუნის ხმას.
შეამოწმეთ, სწორადაა თუ არა დატვირთული მოწყობილობა
შესაძლოა ჭურჭელი არასწორად გაქვთ მოთავსებული ან თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა გადატვირთულია. დარწმუნდით, რომ ყველა თეფში სწორად არის დახრილი და ისინი არ ეხებიან ერთმანეთს ან სარეცხი მანქანის მოძრავ ნაწილებს.
თუ ჭურჭელს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში სათანადოდ არ განათავსებთ, მსუბუქი პლასტმასის ფინჯნები ან მინის ჭურჭელი შესაძლოა გადაადგილდეს და ამოტრიალდეს და აივსოს გასარეცხი წყლით. ჭურჭელმა შეიძლება ხელი შეუშალოს დისპენსერის თავსახურის გახსნას ან საშხეფელას მოძრაობას.
დაატრიალეთ საშხეფელა ჭურჭლის მოთავსების შემდეგ, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ თავისუფლად მოძრაობს. დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოათავსოთ ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, იხილეთ ჩვენი სახელმძღვანელო.
დარწმუნდით, რომ შესაფერისი პროგრამა აირჩიეთ
თქვენ მიერ არჩეული რეცხვის პროგრამა შეიძლება შეუფერებელი იყოს იმ ტიპის ჭურჭლისთვის, რომლის გარეცხვაც გსურთ. ძალიან დასვრილი ჭურჭლისთვის აირჩიეთ მაღალი ტემპერტურისა და შედარებით ხანგრძლივი ციკლის მქონე პროგრამა.
ნახეთ, ხომ არ არის ფილტრი ჭუჭყიანი ან გაჭედილი
თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სადრენაჟე მილი, რომელსაც გასუფთავება სჭირდება. მოხსენით თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის სადრენაჟე ფილტრი და ნახეთ, ხომ არ არის საკვების ნაწილაკები ჩარჩენილი.
სადრენაჟე ფილტრზე წვდომისთვის გამოქაჩეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა ცხაური. მოხსენით ფილტრი მოწყობილობის ძირიდან და გარეცხეთ ის ონკანის ქვეშ. რეგულარულად გაიმეორეთ ეს პროცესი, რათა წყლის გადინება იყოს სათანადო და ხელი შეუშალოთ უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
გამოიყენეთ EverClean™ ფილტრი
Beko-ს ბევრ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს EverClean™ ფილტრის ფუნქცია. ეს ფუნქცია იყენებს სპეციალურ წყალგამშხეფ სისტემას, რომელიც შიგნიდან წმენდს დრენაჟის ფილტრს. EverClean™ ფილტრის წყალობით თქვენს Beko-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრს ოთხჯერ ნაკლები წმენდა დასჭირდება.
მოაშორეთ ჭურჭელს მასზე დარჩენილი საკვების ნარჩენები
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შესაძლოა ვერ მოხერხდეს გამაგრებული და გამომშრალი საკვების ნარჩენების მოშორება. მსგავს საკვების ნარჩენებს შეუძლიათ ფილტრის და სადრენაჟე შლანგის გაჭედვა. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ჭურჭლის მოთავსებამდე, მოაშორეთ მას საკვების ნარჩენები ხელით.
შეამოწმეთ, ხომ არ არის სარეცხი საშუალების დისპენსერი დანესტიანებული
თუ სარეცხი საშუალების დისპენსერი სველია, როცა თქვენ იქ სარეცხ საშუალებას ამატებთ, სარეცხი საშუალება სრულად არ მოხვდება ავზში. ამას შესაძლოა შედეგად მოყვეს ის, რომ ჭურჭელი არ გაირეცხოს სათანადოდ. შევსებამდე ამოაშრეთ სარეცხი საშუალების განყოფილება.
შეამოწმეთ, ხომ არ არის სარეცხი საშუალება დანესტიანებული
დანესტიანებული სარეცხი საშუალება მიეკრობა დისპენსერს და სრულად არ ჩავა ავზში. ამას შესაძლოა შედეგად მოყვეს ის, რომ ჭურჭელი არ გაირეცხოს სათანადოდ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება შეინახეთ დახურულ კონტეინერში, ნესტისგან და ზედმეტი ტემპერატურისგან მოშორებით.
არ გამოიყენოთ არასათანადო სარეცხი საშუალებები ან სხვა პროდუქტები
გამოიყენეთ სარეცხი და სავლები საშუალებები და მარილი, რომლებიც სპეციალურად ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვისაა განკუთვნილი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე, ხელის საპონი, მათეთრებელი, ძმარი ან სხვა ქიმიური საშუალებები, ვინაიდან ასეთი პროდუქტები ამცირებს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობას, იწვევს ლითონის ნაწილების დაჟანგებას და შეიძლება შეამციროს მისი ექსპლუატაციის ვადაც.
თავი აარიდეთ ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა სარეცხი საშუალების გამოყენებას
თუ იყენებთ ფხვნილ სარეცხ საშუალებას, ოდენობა დაარეგულირეთ პროგრამის მოთხოვნების და იმის მიხედვით, თუ რამდენად გაჭუჭყიანებულია თქვენი ჭურჭელი. ყოველთვის გაითვალისწინეთ დონის აღმნიშვნელები და არ გადააჭარბოთ მათ.
დარწმუნდით, რომ სარეცხი საშუალების დისპენსერის თავსახური სათანადოდაა დახურული
თუ დისპენსერის თავსახური ღია იქნება თქვენი მოწყობილობის მიერ ციკლის დაწყებამდე, მოხდება სარეცხი საშუალების ძალიან ადრე გამოშვება და თქვენი ჭურჭელი არ გაირეცხება სათანადოდ. შეამოწმეთ, ხომ მჭიდროდ არის დახურული სარეცხი საშუალების დისპენსერის თავსახური სარეცხი საშუალების დამატების შემდეგ.
გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები
თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, შესაძლოა დაზიანებული იყოს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამაცხელებელი ელემენტი ან თერმოსტატი. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.