რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძლება ჟონავდეს. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, დაზიანებული ხომ არ არის კარის ანჯამები ან მამჭიდროვებელი
პირველი ადგილი, რომელიც უნდა შეამოწმოთ გაჟონვისას, არის თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი. წლების განმავლობაში მექანიკურმა მოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს კარის ანჯამების მოშვება ან გადაადგილება. შეამოწმეთ, დაზიანებული ხომ არაა კარის მამჭიდროვებელი ან ბზარები ხომ არ აქვს მას, რადგან ამანაც შეიძლება გამოიწვიოს გაჟონვა. თუ მამჭიდროვებელი მეტისმეტად მოშვებული ან დაბზარულია, საჭიროა მისი შეკეთება ან მთლიანად შეცვლა. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
ნახეთ, მოშვებული ხომ არაა წყლის შეერთებები
თუ შეამჩნევთ, რომ წყალი იღვრება თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის უკანა ნაწილიდან ან ნიჟარის ქვემოდან, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მილის მოშვებული შეერთებები. შეამოწმეთ, ხომ კარგადაა დამაგრებული სადრენაჟე მილი, წყლის შლანგი და სარქველები. თუ არ არის, გამოიყენეთ შესაბამისი ხელსაწყოები მათ მოსაჭერად.
გამოიყენეთ WaterSafe® და WaterSafe+®
Beko-ს ბევრი ჭურჭლის სარეცხი მანქანა აღჭურვილია WaterSafe® ან WaterSafe+® ტექნოლოგიით. ეს ტექნოლოგიები იწვევენ ონკანიდან თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში წყლის მიწოდების ავტომატურად შეწყვეტას წყლის გადმოღვრის ან გაჟონვის შემთხვევაში.
გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები
გაჟონვის ყველაზე გავრცელებული ადგილებია თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ძრავის ან ტუმბოს გარშემო არსებული მამჭიდროვებელი. თუ არ ჩანს გაჟონვის სხვა წყარო, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ესაა მიზეზი.
ამ ნაწილებამდე მიღწევა ძნელია და საჭიროა პროფესიონალის დახმარება. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.