დარწმუნდით, რომ მოწყობილობა შეერთებულია წყალმომარაგების მუშა სისტემაზე. თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყალს კვლავ არ ღებულობს, შეამოწმეთ, გადაჭრის თუ არა რომელიმე ქვემოთ მოცემული ამ პრობლემას.
დარწმუნდით, რომ სადრენაჟე შლანგი სათანადოდ არის დამონტაჟებული
თუ თქვენს მოწყობილობას არ შეუძლია დაცლა, ის წყალს არ მიიღებს. შეამოწმეთ სადრენაჟე შლანგის პოზიცია, რომელიც თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან არის დაკავშირებული. დარწმუნდით, რომ ის შეერთებულია ჩამდინარე წყლის გამომშვებზე იატაკიდან მინიმუმ 50 სმ და მაქსიმუმ 100 სმ-ზე.
შეამოწმეთ, წყლის მიწოდების ან სადრენაჟე შლანგები მოკეცილი ან გაჭედილი ხომ არ არის
წყლის მიწოდებისა და სადრენაჟე შლანგები არ უნდა იყოს მოკეცილი ან გაჭედილი. შეამოწმეთ ისინი და საჭიროების შემთხვევაში, გაასუფთავეთ ან გაასწორეთ. გამოცვალეთ შლანგები, რომლებიც ჟონავს, გახვრეტილია ან დაჟანგულია.
ნახეთ, ხომ არ არის ფილტრი ჭუჭყიანი ან გაჭედილი
თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სადრენაჟე მილი, რომელსაც გასუფთავება სჭირდება. მოხსენით თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის სადრენაჟე ფილტრი და ნახეთ, ხომ არ არის საკვების ნაწილაკები ჩარჩენილი.
სადრენაჟე ფილტრზე წვდომისთვის გამოქაჩეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა ცხაური. მოხსენით ფილტრი მოწყობილობის ძირიდან და გარეცხეთ ის ონკანის ქვეშ. რეგულარულად გაიმეორეთ ეს პროცესი, რათა წყლის გადინება იყოს სათანადო და ხელი შეუშალოთ უსიამოვნო სუნის წარმოქმნას.
Beko-ს ბევრ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს EverClean™ ფილტრის ფუნქცია. ეს ფუნქცია იყენებს სპეციალურ წყალგამშხეფ სისტემას, რომელიც შიგნიდან წმენდს დრენაჟის ფილტრს. EverClean™ ფილტრის წყალობით თქვენს Beko-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრს ოთხჯერ ნაკლები წმენდა დასჭირდება.
შეამოწმეთ, ხომ არის კარები სათანადოდ დახურული
თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა დააფიქსირებს, რომ კარი ღიაა, ის არ ჩაირთვება. შეამოწმეთ, რომ მოწყობილობის კარი მჭიდროდ დაიკეტა და გაიგონეთ ჩაკეტვის ხმა. თუ ასე არ არის, შეამოწმეთ, კარი ხომ არ არის გატეხილი ან გაბზარული. თუ ტრიგერი არ არის მუშა მდგომარეობაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.
გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები
თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, შესაძლოა დაზიანებული იყოს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამაცხელებელი ელემენტი ან თერმოსტატი. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.