მინის ჭურჭელზე ლაქების წარმოქმნის რამდენიმე მიზეზი არსებობს. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, ხომ არ იწურება ან ხომ არ ამოიწურა სავლები საშუალება
სავლები საშუალება ხელს უშლის წყლის წვეთების შეშრობას მინის ჭურჭელზე და წყლის ლაქების წარმოქმნას. როცა სავლები საშუალების ნათურა აინთება თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, საჭიროა მისი შევსება.
სავლები საშუალების ავზი მოთავსებულია თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარის შიგნით, სარეცხი საშუალების განყოფილების გვერდით. გახსენით ავზის თავსახური, ჩაასხით სავლები საშუალება, სანამ ავზი არ აივსება და დაახურეთ თავსახური.
დარწმუნდით, რომ შერჩეულია სავლები საშუალების სათანადო პარამეტრი
თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სავლები საშუალების პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს სავლები საშუალების რაოდენობას, რომელსაც თქვენი მოწყობილობა იყენებს. თუ თქვენ შეამჩნევთ წყლის ლაქებს თქვენს ჭურჭელზე მიუხედავად იმისა, რომ სავლებ საშუალებას იყენებთ, შესაძლოა საჭირო იყოს ჭურჭლის სარეცხი მანქანის სავლები საშუალების დოზის გაზრდა. თუ თქვენს მინის ჭურჭელზე რჩება მოლურჯო/ცისარტყელას მსგავსი შეფერილობა გაწმენდის შემდეგაც, შეამცირეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის სავლები საშუალების დოზა.
შეამოწმეთ წყლის სიხისტის დონე და შესაბამისად, გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი ეხმარება თქვენი მოწყობილობის შიდა დამარბილებელ განყოფილებას წყლის სიხისტის შემცირებაში. თუ თქვენი წყალი რბილია (< 5dH), არ გამოიყენოთ მარილი, რადგან მან შეიძლება გაკაწროს ან გამოიწვიოს მინის ჭურჭლის კოროზია.
წყლის სიხისტის დონის შესამოწმებლად, გამოიყენეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ინსტრუქციები. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
არ ჩაყაროთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი მოწყობილობის შიგნით
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ავზებში წყალი ასხია, რომელიც შეიძლება გადმოვიდეს, როდესაც ავზს მარილით გაავსებთ. მარილი შესაძლოა ჩაიყაროს მოწყობილობის შიგნით, როცა მარილის ავზს ავსებთ. ჭურჭლის სარეცხი მაქნანის ავზის შიგნით არსებულმა მარილმა შესაძლოა გაკაწროს მინის ჭურჭელი.
მარილის გაბნევის შესამცირებლად, ავზში მარილის ჩასაყრელად გამოიყენეთ ძაბრი, რომელიც მოყვა Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, და მოწმინდეთ ავზიდან გადმოღვრილი წყალი ან დაბნეული მარილის გრანულები. შევსების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ავზს.
ჩართეთ წინასწარი რეცხვის პროგრამა ან ყველაზე ხანმოკლე პროგრამა იმ მარილის მოსაშორებლად, რომელიც შესაძლოა გაბნეულიყო მოწყობილობის შიგნით. თავსახურის ქვეშ არსებული მარილის გრანულები გაიხსნება წინასწარი რეცხვის დროს და შესაძლოა გამოიწვიოს თავსახურის მოშვება. შეამოწმეთ თავსახური პროგრამის ბოლოს და დახურეთ ის მჭიდროდ.
დარწმუნდით, რომ წყლის სიხისტის პარამეტრი სწორად არის შერჩეული
ხისტი წყალიც ტოვებს ლაქებს მინის ჭურჭელზე. თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს წყლის სიხისტის პარამეტრი, რომელიც უნდა დარეგულირდეს თქვენი ონკანის წყლის სიხისტის მიხედვით.
სწორი პარამეტრის შესარჩევად, მიყევით მომხმარებლის სახელმძღვანელოს ინსტრუქციებს. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
არ გარეცხოთ მინის ჭურჭელი ალუმინის ან ალუმინ-ნარევ ჭურჭელთან ერთად
სამზარეულოს ინსტრუმენტები, რომლებიც დამზადებულია ან შეიცავს ალუმინს, შეიძლება დაიჟანგოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. მათგან ჩამოშორებულმა ნაწილაკებმა შეიძლება გაკაწროს მინის ჭურჭელი. თავი აარიდეთ მინის და ალუმინის საგნების ერთად გარეცხვას.
გამოიყენეთ Auto GlassShield®, SteamGloss® და GlassCare 40 °C პროგრამები
ბევრ Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სპეციფიური ტექნოლოგიები და პროგრამები, რომლებიც იცავენ თქვენს მინის ჭურჭელს.
Auto GlassShield® ტექნოლოგია იცავს თქვენს მინის ჭურჭელს კოროზიისგან წყლის სიხისტის გამოვლენისა და წყლის სიხისტის პარამეტრის რეგულირების გზით.
SteamGloss® ტექნოლოგია უზრუნველყოფს ინტენსიურ გაცხელებას დამატებითი 10 წუთის განმავლობაში წყლის ლაქების მინიმუმამდე შესამცირებლად.
თქვენი ნაზი მინის ჭურჭლის დაცვის მიზნით GlassCare 40 °C პროგრამა ნაზად რეცხავს მინის ჭურჭელს 40 °C-ზე.