წყლის ლაქები წარმოიშობა მაშინ, როცა წყლის წვეთები შრება თქვენს ჭურჭელზე. სავლები საშუალება და ჭურჭლის სარეცხი მაქნანის მარილი საუკეთესოო საშუალებაა ამის თავიდან ასაცილებლად. თუ თქვენს ჭურჭელზე შენიშნავთ წყლის ლაქებს მიუხედავად იმისა, რომ ორივე საშუალებას იყენებთ, ნახეთ, ხომ არ დაგეხმარებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ამ პრობლემის გადაჭრაში.
გამოიყენეთ სავლები საშუალება
სავლები საშუალება განდევნის წყალს თქვენი ჭურჭელის ზედაპირიდან წყლის საბოლოო გადავლებისას და ხელს უწყობს შრობის პროცესს. ის ხელს უშლის წყლის წვეთების შეშრობას ჭურჭელზე და არ ტოვებს წყლის ლაქებს.
როცა სავლები საშუალების ნათურა აინთება თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, მისი შევსების დროა. სავლები საშუალების ავზი მოთავსებულია თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარის შიგნით, სარეცხი საშუალების ავზის გვერდით. გახსენით ავზის თავსახური, ჩაასხით სავლები საშუალება, სანამ ავზი არ აივსება და დაახურეთ თავსახური.
დარწმუნდით, რომ შერჩეულია სავლები საშუალების სათანადო პარამეტრი
თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სავლები საშუალების პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს სავლები საშუალების რაოდენობას, რომელსაც თქვენი მოწყობილობა იყენებს. თუ თქვენ შეამჩნევთ წყლის ლაქებს თქვენს ჭურჭელზე მიუხედავად იმისა, რომ სავლებ საშუალებას იყენებთ, შესაძლოა საჭირო იყოს ჭურჭლის სარეცხი მანქანის სავლები საშუალების დოზის გაზრდა. თუ თქვენს მინის ჭურჭელზე რჩება მოლურჯო/ცისარტყელას მსგავსი შეფერილობა გაწმენდის შემდეგაც, შეამცირეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის სავლები საშუალების დოზა.
შეამოწმეთ წყლის სიხისტის დონე და შესაბამისად, გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი იყიდება გრანულარულ ფორმაში და ეხმარება თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა დამარბილებელ განყოფილებას ონკანის წყლის სიხისტის შემცირებაში.
წყლის სიხისტის დონის შესამოწმებლად, გამოიყენეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ინსტრუქციები. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
როცა მარილის მაჩვენებელი ნათურა აინთება თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, მისი შევსების დროა. მარილის ავზი მოთავსებულია თქვენი მოწყობილობის შიგნით, ჭურჭლის ქვედა ცხაურის ქვემოთ და მარცხნივ.
მასზე წვდომისთვის გამოიღეთ ქვედა ცხაური და მოხსენით თავსახური მარილის ავზს. ჩაყარეთ მარილი, სანამ არ აივსება ავზი და დაახურეთ თავსახური.
დარწმუნდით, რომ წყლის სიხისტის პარამეტრი სწორად არის შერჩეული
ხისტი წყალიც ტოვებს ლაქებს მინის ჭურჭელზე. თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს წყლის სიხისტის პარამეტრი, რომელიც უნდა დარეგულირდეს თქვენი ონკანის წყლის სიხისტის მიხედვით.
სწორი პარამეტრის შესარჩევად, მიყევით მომხმარებლის სახელმძღვანელოს ინსტრუქციებს. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
Auto GlassShield®-ის მქონე Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სენსორები, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ონკანის წყლის სიხისტეს და ავტომატურად არეგულირებს მას.
ტაბლეტების გამოყენებისას, ჩართეთ ტაბლეტი სარეცხი საშუალების ფუნქცია
გავლებისა და შრობისას, ტაბლეტი სარეცხი საშუალებები ნაკლებ ეფექტურია. ამის კომპენსირებისთვის, ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე სპეციალურად უნდა დააყენოთ ტაბლეტი სარეცხი საშუალებების გამოყენების პროგრამა.
Beko-ს ზოგიერთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს Auto Tablet (ტაბლეტის ავტომატური) სენსორები, რომელიც აღიქვამს როდესაც ტაბლეტს იყენებთ. თუ თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ აქვს ეს ფუნქცია, მექანიკურად გაააქტიურეთ ტაბლეტი სარეცხი საშუალების პარამეტრი ტაბლეტების გამოყენებისას.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ტაბლეტს 2-1-ში ფორმულა აქვს, ტაბლეტებთან ერთად რეკომენდებულია დამარბილებლის გამოყენებაც.
გამოიყენეთ Auto GlassShield®, SteamGloss® და GlassCare 40 °C პროგრამები
ბევრ Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს სპეციფიური ტექნოლოგიები და პროგრამები, რომლებიც იცავენ თქვენს მინის ჭურჭელს.
Auto GlassShield® ტექნოლოგია იცავს თქვენს მინის ჭურჭელს კოროზიისგან წყლის სიხისტის გამოვლენისა და წყლის სიხისტის პარამეტრის რეგულირების გზით.
SteamGloss® ტექნოლოგია უზრუნველყოფს ინტენსიურ გაცხელებას დამატებითი 10 წუთის განმავლობაში წყლის ლაქების მინიმუმამდე შესამცირებლად.
თქვენი ნაზი მინის ჭურჭლის დაცვის მიზნით GlassCare 40 °C პროგრამა ნაზად რეცხავს მინის ჭურჭელს 40 °C-ზე.