დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ გავაკეთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტრანსპორტირება ახალ სახლში გადასვლისას?

როგორ გავაკეთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტრანსპორტირება ახალ სახლში გადასვლისას?
როგორ გავაკეთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტრანსპორტირება ახალ სახლში გადასვლისას?

 

 

ახალ სახლში გადასვლა ყველაზე გასაოცარი და ამავდროულად ყველაზე სტრესული რამაა, ამიტომ გამოძებნეთ დრო იმისთვის, რომ იგი ნაკლებად მტკივნეული გახადოთ.

 

ჩალაგებისა და დაგეგმვის ფონზე შესაძლოა გადაგავიწყდეთ, რომ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკაც თან რომ უნდა წაიღოთ. თქვენ გსურთ ამ მოწყობილობების უსაფრთხოდ და სათანადოდ ტრანსპორტირება და ამას დაგეგმვა სჭირდება. 

 

 

 

მომზადება

 

პირველ რიგში, გამორთეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ელექტრო ქსელიდან და აგრეთვე გადაკეტეთ მოწყობილობისთვის წყლის მიწოდება. 

 

შემდეგ მოხსენით წყლის მიწოდების შლანგი წყლის მიწოდების სისტემიდან. ამისათვის მოატრიალეთ ხრახნიანი შეერთება საათის ისრის საწინაღმდეგო მიმართულებით. მოათავსეთ პირსახოცი წყალმომარაგების ონკანისა და შლანგის ქვეშ, რადგან გამოერთებისას შესაძლოა მოხდეს წყლის მცირეოდენი გაჟონვა. 

 

შემდეგ მოხსენით სადრენაჟე შლანგი ჩამდინარე წყლების გამშვებიდან და დატოვეთ პირსახოცი ქვემოთ მჟონავი წყლისთვის. თქვენ შეგიძლიათ შეახვიოთ პირსახოცით წყლის მიწოდებისა და ჩამდინარე წყლის შლანგის ბოლოები, იმ წყლის დაღვრის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება გადმოიღვაროს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტრანსპორტირებისას.

 

ტრანსპორტირებამდე კარგად გაწმინდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მოწყობილობის გასუფთავების შესახებ დამატებითი რჩევებისთვის წაიკითხეთ სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაასუფთავოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

 

დატოვეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მაქნანის კარი ღიად მინიმუმ 24 საათის განმავლობაში, რათა მას მოშორდეს ყოველგვარი სისველე.

 

 

 

ტრანსპორტირება

 

ახლა უკვე შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოტანა თავისი ადგილიდან. დაიმახსოვრეთ, თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა თავად გადაგაქვთ, ის ძალიან მძიმე მოწყობილობაა და შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა ადამიანის დახმარება, განსაკუთრებით, თუ უნდა აიტანოთ ის მაღლა კიბეებზე ან ჩაიტანოთ დაბლა.

 

როცა გამოიტანთ მას, დაამაგრეთ ელექტრო სადენი, წყლის მიწოდების და ჩამდინარე წყლის შლანგები მოწყობილობის უკანა ნაწილზე. დაამაგრეთ კარი ლენტის ან თოკის მეშვეობით. შესაძლოა დაგჭირდეთ მოწყობილობის შეფუთვა ბუშტის შესაფუთი მასალით, საბნით ან ნებისმიერი სხვა რამით, რომელიც უზრუნველყოფს დარტყმის შთანთქმას ტრანსპორტირებისას. დაამაგრეთ მოწყობილობა სატვირთო ავტომობილზე, რომლითაც უნდა განახორციელოთ მისი ტრანსპორტირება, გამძლე თოკების გამოყენებით. ჭურჭლის სარეცხი მაქნანის ტრანსპორტირების საუკეთესო პოზიციაა უკანა ნაწილით ქვემოთ და კარებით ზემოთ. 

 

 

 

გადაადგილება და დამონტაჟება

 

მას შემდეგ, რაც უსაფრთხოდ მოათავსებთ მოწყობილობას სამზარეულოში ან სამრეცხაოში, ეს პატარა სახელმძღვანელო შეგახსენებთ, თუ როგორ უნდა დაამონტაჟოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა.

 

 

 

შენიშვნა ინტეგრირებული მოწყობილობებისთვის

 

ჩაშენებული მოწყობილობების გადატანა უფრო ძნელია, რადგან ამ დროს საჭიროა თქვენი მოწყობილობის კარის მოხსნა. იხილეთ მომხმარებლის და დამონტაჟების სახელმძღვანელო იმისთვის, რომ გაიგოთ თუ როგორ კეთდება ეს. 

 

თუ თქვენ გაქვთ Beko, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა აქ, თქვენი პროდუქტის მოდელის ნომრის გამოყენებით.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko