ჭურჭლის სარეცხი მანქანა ნამდვილად გეხმარებათ თქვენი სამზარეულოს სისუფთავის შენარჩუნებაში, მას შეუძლია ყვლაფერს გაუმკლავდეს—მაგრამ ზოგიერთი საგანი უბრალოდ არ უნდა მოხვდეს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ზოგიერთი საგანი შეიძლება დაზიანდეს რეცხვის ციკლის დროს ან თავდ შეუძლია დააზიანოს თავად ჭურჭლის სარეცხი მანქანა!
გადაავლეთ თვალი ამ ჩამონათვალს და მოაშორეთ ეს ნივთები თქვენს მოწყობილობას.
მზარეულის და სამზარეულოს ბასრი დანები
არა მარტო რეცხვის პროცესს შეუძლია მაღალი ხარისხის დანის პირების და მათი სახელურის დაზიანება, არამედ ბასრ დანებსაც შეუძლია ცხაურის გარშემო არსებული პლასტმასის საფარის გაფხაჭნა, რაც შემდგომ გამოიწვევს ჟანგის გაჩენას. ამიტომ უმჯობესია, თუ მათ ხელით გარეცხავთ. ასეთ შემთხვევაში არ დაზიანდება მათი ბასრი პირი და დაიცავთ თქვენს მოწყობილობასაც.
ხის ჭურჭელი და თასები
ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხ საშუალებას შეუძლია გადარეცხოს ხის ბუნებრივი ზეთები, რომლებიც ხელს უშლიან მასალის გამოშრობას. თუ ეს მოხდება, თქვენი ჭურჭელი და თასები გაიბზარება ან დეფორმირდება. გარეცხეთ ისინი ხელით რბილი სარეცხი საშუალებითა და თბილი წყლით, ნუ დატოვებთ წყალში.
თუჯის სამზარეულოს ჭურჭელი
თუჯის ტარიანი ქვაბები და ტაფები საუკეთესო სამზარეულო ჭურჭელია, განსაკუთრებით თუ დამუშავებულია ზეთით კერძების მოსამზადებლად საუკეთესო ზედაპირის შესაქმნელად. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არსებული სითბო და სარეცხი საშუალება მოაშორებს თქვენს თუჯის ჭურჭელს ამ საფარს და ის გამოუსადეგარი გახდება. საგულდაგულოდ გაპრიალება საუკეთესო საშუალებაა ამ სახის ჭურჭლისთვის, მაგრამ კარგად გაამშრალეთ ის, რათა თავიდან აიცილოთ ჟანგის წარმოშობა.
მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირის მქონე ტაფები
მიუხედავად იმისა, რომ მითითებულია როგორც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გასარეცხად დასაშვები, იქ არსებულმა სითბომ და სარეცხმა საშუალებებმა შესაძლოა დროთა განმავლობაში მოაშოროს მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირი. თუ მაინც უნდა მოათავსოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, გამოტოვეთ შრობის პროცესი, რადგან სწორედ ის არის ყველაზე მეტი დაზიანების გამომწვევი. დაიმახსოვრეთ, თუ იხილავთ ნაკაწრებს ან აშრევებას ტაფის ზედაპირზე, გადააგდეთ იგი—რადგან მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირის ქვემოდან შესაძლოა მოხდეს ტოქსინების გამოშვება.
სპილენძის ტაფები
სპილენძი გამოირჩევა კაშკაშა, ენერგიული ბზინვარებით და ლამაზია. ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხი საშუალების ქიმიურმა ნივთიერებებმა შეიძლება გააქრონ მისი ბზინვარება და გამოიწვიონ ამოჭმული ადგილების წარმოშობა. და ვერავითარი სპილენძის გაპრიალება ამას ვერ გამოასწორებს!
ალუმინის სამზარეულოს ჭურჭელი
ალუმინის სამზარეულოს ჭურჭელი ლამაზია თავისი ნათელი და მბზინვარე ზედაპირით. ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხი საშუალების სიხისტემ შესაძლოა გააქროს ეს ბზინვარება და ქიმიურმა რეაქციამ კი შეიძლება გამოიწვიოს ზედაპირზე ლაქების წარმოშობა. ხელით გარეცხეთ ეს ნივთები იმისთვის, რომ შეუნარჩუნოთ საუკეთესო სახე, მიუხედავად იმისა, რომ დასაშვებად ითვლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მათი გარეცხვა.
თერმოკონტეინერები
თერმოკონტეინერები და თერმოსები საუკეთესო საშუალებაა საკვების ცხლად ან ცივად შესანახად, მაგრამ თუ ეტიკეტზე არაა მითითებული, რომ დასაშვებია ჭურჭლის სარეცხი მანქანით მათი გარეცხვა, ნუ გარეცხავთ მათ იქ. მოწყობილობაში არსებულმა სითბომ შესაძლოა დააზიანოს მათი ჰერმეტიზატორები, რომლებიც განაპირობებს მის თერმოიზოლაციურ მახასიათებლებს.
ნახატებიანი ან ფერადი მინის ჭურჭელი
არ აქვს მნიშვნელობა, საზომი ჭიქაა თუ დეკორატიული კათხა, ჭურჭლის სარეცხი მანქანის რეცხვის განმეორებითი ციკლები მინის ჭურჭელს მოაცლის ყველანაირ ნახატს და ნაბეჭდს.
ვინტაჟური ფაიფური, კერამიკა, ბროლი და სხვა ფაქიზი ნივთები
თუ ფული გადახდილი გაქვთ ისეთ ნივთებში, რაც მემკვიდრეობით შეგიძლიათ გადასცეთ სხვებს, ნუ გარეცხავთ მათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. სარეცხ საშუალებას და სითბოს შეუძლია დააზიანოს დეკორაცია და საუკეთესო განზრახვის შემთხვევაშიც კი უფრო ფაქიზი ნივთები შეიძლება დაიმსხვრეს, თუ რეცხვის ციკლის დროს ისინი სხვა ნივთებს შეეჯახებიან.
თხელი პლასტმასის კონტეინერები ან პლასტიკური კონტეინერები
ბევრია ისეთი სახის საკვების კონტეინერი, რომლის მოთავსებაც დასაშვებია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, მაგრამ ისეთი ნივთები, როგორიცაა მზა საკვების წასაღები კოლოფები, კარაქის კოლოფები და თხელი პლასტმასის კონტეინერები ვერ უძლებენ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არსებულ სითბოს და დეფორმირდებიან.