ჭურჭლის სარეცხი მანქანები მართლაც რომ კარგი დამხმარეა სამზარეულოში, მაგრამ ბევრი არასწორი შეხედულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გამოიყენოთ ის და ისინი უფრო ეფექტურია თუ ხელით რეცხვა! სიმართლის გასაგებად, გაეცანით ამ სტატიას.
მითი №1: „ჭურჭლის სარეცხი მანქანას უფრო მეტი წყალი სჭირდება, ვიდრე ხელით რეცხვას“
ტყუილია! ყველაზე დიდი მოცულობის ჭურჭლის სარეცხი მანქანებიც კი მხოლოდ 12 ლიტრ წყალს მოიხმარენ ერთ ციკლზე, მაშინ როცა სამზარეულოს ნიჟარას 20-30 ლიტრი წყალი სჭირდება ასავსებად. გარდა ამისა, თუ თქვენ იმდენ ჭურჭელს რეცხავთ, რაც ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის 12 კაციანი ნაკრების ტოლია, სავარაუდოდ, თქვენ დაგჭირდებათ წყლის შეცვლა. ხარჯის კუთხით, თქვენ შვიდჯერ მეტ წყალს დახარჯავთ ხელით რეცხვაზე, ვიდრე ჭურჭლის სარეცხი მანქანა დახარჯავდა 10 წლის განმავლობაში.
მითი №2: „ჭურჭლის სარეცხ მანქანას უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ხელით რეცხვას“
ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს, განსაკუთრებით, თუ საქმე სამუშაოს სიმძიმეს ეხება! ჭურჭლის სარეცხი მანქანა ელექტროენერგიას იყენებს წყლის გასაცხელებლად, რომელიც სჭირდება და, ვინაიდან მას ნაკლები წყალი სჭირდება, ვიდრე სამზარეულოს ნიჟარას, შესაბამისად, ის ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ხელით რეცხვა.
10 წლის განმავლობაში, ჭურჭლის სარეცხი მანქანა გამოიყენებს იმის ნახევარ ენერგიას, რაც ხელით რეცხვას დასჭირდება და დაგიზოგავთ მძიმე შრომის საათებს.
მითი №3: „თავდაპირველად ხელით უნდა გაავლოთ სამზარეულოს ნივთები და ჭურჭელი“
რა დანიშნულება აქვს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, თუ პრაქტიკულად ყველაფერი უნდა გარეცხოთ, სანამ მანქანაში მოათავსებთ, ასე არ არის? სინამდვილეში, ასე არ არის. თქვენ ჭურჭელს უნდა მოაშოროთ მხოლოდ საჭმლის ნარჩენები და ჩატვირთოთ მანქანაში.
თუ წუხხართ მიმხმარ საჭმელზე, რომელიც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ერთი-ორი დღის წინ ჩატვირთულ ჭურჭელს შეახმა, უბრალოდ ჩართეთ გავლების პროგრამა.
მითი №4: „თხელი მინის ჭურჭელი ზიანდება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში“
ვინაიდან ყოველთვის უნდა შეამოწმოთ, რომ თქვენი მინის ჭურჭლის გარეცხვა შეიძლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, არ არსებობს მათი მანქანაში დაზიანების მიზეზი. ჭიქების დაბინდულობის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ კარგი ხარისხის სარეცხი საშუალება და დამარბილებელი. ზოგიერთ ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს თხელი მინის ჭურჭლის რეცხვის პროგრამებიც.
მითი №5: „ჭურჭლის სარეცხი მანქანები ბაქტერიების დაგროვების საფუძველია“
რა საკვირველია, უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი მოწყობილობა ყოველთვის სუფთა იყოს, მაგრამ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ბევრად ჰიგიენურია, ვიდრე სამზარეულოს ნიჟარა. რეცხის მაღალი ტემპერატურა და კონკრეტული რეცხვის პროგრამები იმას ნიშნავს, რომ მიკრობებისა და ბაქტერიების უმეტესობა ყოველი ციკლის დროს კვდება. როგორ ფიქრობთ, რამდენი მიკრობი და ბაქტერია ცხოვრობს ღრუბელზე?
მითი №6: „არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჩატვირთავთ თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას“
სინამდვილეში, აქვს! ჭიქები, კათხები და ბოკლები ზედა თაროზე თავსდება, ისევე როგორც დიდი ზომის სამზარეულოს ინვენტარი, როგორიცაა ნიჩბები და ჩამჩები. შედარებით მცირე ზომის ჯამები ასევე ზედა თაროზე თავსდება, ვინაიდან ისინი წინ იხრება და საშხეფელას პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ექცევიან. დარწმუნდით, რომ ნივთები ისე ალაგია, რომ არ „დაიკავონ“ წყალი. ქვედა თარო თეფშებისათვის (ისინი თანმიმდევრულად ეწყობა კბილანებს შორის), ან შედარებით დიდი ზომის ჭურჭლისთვის არის, როგორიცაა ქვაბები და ტაფები.
მითი №7: „მთლიანად სავსე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ზოგიერთი ნივთი შეიძლება ჭუჭყიანი დარჩეს“
ვინაიდან ნამდვილად არ გსურთ რომელიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკის დატვირთვა, თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ლიტრაჟობის შესაბამისად ჩატვირთვა უზრუნველყოფს ეფექტურ რეცხვას. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის არასწორად ჩატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ნივთის უხარისხოდ გარეცხვა. შეამოწმეთ, რომ ყველა ზედაპირი სახით საშხეფელას მიმართულებით იყოს.