თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის დანიშნულებაა თქვენი დროის დაზოგვა და თქვენთვის დახმარების გაწევა ჭურჭლის, დანა-ჩანგლის და სამზარეულოს ინსტრუმენტების გასუფთავებაში, მაგრამ მასაც სჭირდება მოვლა იმისთვის, რომ საუკეთესო მდგომარეობაში იყოს. გაითვალისწინეთ ეს 6 რჩევა მოვლის შესახებ და თქვენი მოწყობილობა წლების განმავლობაში იქნება თქვენს სამსახურში.
01.
რეგულარულად გამოიყენეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა
თქვენი მოწყობილობის ხშირი გამოყენება წარმოადგენს კარგ მდგომარეობაში მისი შენარჩუნების საუკეთესო გზას. ის ხელს უშლის საკვების ნარჩენების დაგროვებას ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფსკერზე ან ფილტრში და ნაკლები სიხშირით მოგიწევთ მისი საგულდაგულო წმენდა.
02.
გაასუფთავეთ საშხეფელები
მოძრავი საშხეფელები არის ის, რაც საკვების ნაწილაკებს ანადგურებს თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ასე რომ მათი სისუფთავე და სათანადო მუშაობა მნიშვნელოვანია ამ მოწყობილობის მოვლისთვის. საკვების ნაწილაკები ან კირის ნადები შეიძლება დაგროვდეს საშხეფელაზე და გამოიწვიოს მისი გაჭედვა და შეამციროს მისი შესაძლებლობები. რეგულარულად შეამოწმეთ ის და გამოიყენეთ ქინძისთავი გაჭედილი ფრქვევანას გასასუფთავებლად. რამდენიმე თვეში ერთხელ უნდა ამოიღოთ ის ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან და გაწმინდოთ საგულდაგულოდ.
03.
გაწმინდეთ ფილტრი
ფილტრი ჭურჭლის სარეცხი მაქნანის ავზის ქვემოთაა, ის ხელს უშლის საკვების დიდი ნაწილაკების მოხვედრას სადრენაჟე სისტემაში. თუმცა, დროთა განმავლობაში ნაწილაკები შეიძლება დაგროვდეს და გავლენა იქონიოს დრენაჟის მუშაობაზე და გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნი. გაწმინდეთ ფილტრი ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ.
თითოეული ჭურჭლის სარეცხი მანქანის ფილტრი განსხვავებულია, ამიტომ გადახედეთ თქვენს მომხმარებლის სახელმძღვანელოს, რათა იხილოთ თუ როგორ მოხსნათ იგი. თუ თქვენ გაქვთ Beko, თქვენ შეგიძლიათ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა აქ, თქვენი პროდუქტის მოდელის ნომრის გამოყენებით. შეგიძლიათ გაასუფთავოთ ონკანის ქვეშ და დააბრუნოთ თავის ადგილას.
იმის მიხედვით, თუ რა დატვირთვა აქვს თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, ეგ რუტინა უნდა გაიმეოროთ ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ, რათა თქვენმა ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ იმუშაოს სათანადოდ და არ წარმოიქმნას სუნი. Beko-ს EverClean™ ფილტრების შემთხვევაში მათი გასუფთავების საჭიროება 4-ჯერ ნაკლებია. წყალგამშხეფის სისტემა ასხურებს წყალს ფილტრზე შიგნიდან და წმენდს მას შიგნიდან გარეთ.
04.
გაასუფთავეთ კიდეები და კარის ჰერმეტიზატორი
თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კიდეები და კარის ჰერმეტიზატორი არ არის წყლის და სითბოს ზემოქმედების ქვეშ რეცხვის ციკლის დროს და ამიტომ არ იწმინდება მოწყობილობის გამოყენებისას. ასე რომ, ყოველ თვეში ერთხელ გამოიყენეთ ტილო და არააბრაზიული საწმენდი საშუალება კიდეების და კარის ჰერმეტიზატორის გასაწმენდად. ეს ხელს შეუშლის ობის და სოკოს ან სუნის წარმომშობი ბაქტერიის წარმოქმნას.
05.
გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი და სავლები საშუალება
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხმარება მოწყობილობას თქვენი არეალისთვის დამახასიათებელი წყლის სიხისტის დაძლევაში და ხელს უშლის კირის ნადების წარმოქმნას. ინდიკატორი ნათურის ჩართვის შემთხვევაში შეავსეთ მარილის ავზი. ყოველთვის გამოიყენეთ ძაბრი, რომელიც ჭურჭლის სარეცხ მანქანას მოყვება და მოწმინდეთ დაყრილი მარილის გრანულები ან მარილიანი წყალი, რადგან მას შეუძლია მოწყობილობის შიდა ნაწილის დაჟანგვა.
06.
ჩართეთ თვით-წმენდის ციკლი ან გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის საწმენდი
თქვენი სარეცხი მანქანის კარგ ფორმაში შენარჩუნება გულისხმობს მის გასუფთავებას. ზოგიერთ მოწყობილობას გააჩნია თვით-წმენდის ფუნქცია, რომელიც იყენებს მაღალ ტემპერატურას ბაქტერიების მოსაკლავად და საგულდაგულოდ წმენდს ავზს. ეს ციკლი უნდა ჩართოთ ყოველ ორ თვეში ერთხელ, მაგრამ მისი გამოყენებისას ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა დაცალოთ.
აგრეთვე შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი მანქანის საწმენდის გამოყენება. მათი რამდენიმე სახეობა ხელმისაწვდომია ბაზარზე და თქვენს მოწყობილობას მოაშორებს ბაქტერიას, კირს და საკვების ნაწილაკებს. ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია გამოყენებამდე, რადგან ის განსხვავდება პროდუქტების მიხედვით.
სულ ესაა. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ეს გაახანგრძლივებს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის საექსპლუატაციო ვადას.