თუ მოგწონთ Beko-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანა ან ახლახან შეიძინეთ იგი და გსურთ გაიგოთ ზუსტად, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, თქვენ უნდა გაარკვიოთ ყველაფერი მისი პროგრამების და ფუნქციების შესახებ.
ამ პატარა სახელმძღვანელოდან შეიტყობთ Beko-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანის პროგრამების და ფუნქციების შესახებ*, ასე რომ, ზუსტად გაიგებთ, თუ რისი გაკეთება შეუძლია თქვენს სრულიად ახალ მოწყობილობას.
*პროგრამები და ფუნქციები მოდელზეა დამოკიდებული. დეტალებისთვის იხილეთ პროდუქტის სპეციფიკაცია.
Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანებს გააჩნიათ ჩატვირთვის სხვადასხვა ტიპისთვის განკუთვნილი პროგრამების ფართო სპექტრი. აქ მიმოხილულია ეს პროგრამები და ის, თუ რა ტიპის ჩატვირთვისთვისაა ისინი განკუთვნილი.
ავტომატური
ტემპერატურა: 40 °C -65 °C
საუკეთესოა: ჩატვირთვების უმრავლესობისთვის
ხანგრძლივობა: 110-173 წთ
ეს პროგრამა იყენებს სენსორებს იმის დასადგენად, თუ რამდენად ჭუჭყიანია ჩატვირთული ჭურჭელი და შემდეგ შესაბამისად აყენებს ტემპერატურას, წყლის რაოდენობას და რეცხვის დროს.
AquaFlex®
ტემპერატურა: -
საუკეთესოა: შერეული ჩატვირთვისთვის
ხანგრძლივობა: 203 წთ
ეს პროგრამა გამოიყენება შერეული ჩატვირთვის შემთხვევაში, მინის, ქვაბების, ტაფების და პლასტმასის ჭურჭლის ჩათვლით. ფაქიზი საგნები უნდა მოათავსოთ ზედა კალათაში, ხოლო ტაფები და ლანგრები კი ქვედა კალათაში.
Eco
ტემპერატურა: 50 °C
საუკეთესოა: საშუალოდ გაჭუჭყიანებული ჭურჭლისთვის
ხანგრძლივობა: 245 წთ
ეს პროგრამა ამცირებს ტემპერატურას და წყლის ხარჯს საშუალოდ გაჭუჭყიანებული ჭურჭლის უფრო ეკონომიური გასუფთავებისთვის.
ინტენსიური
ტემპერატურა: 70 °C
საუკეთესოა: ძალიან გაჭუჭყიანებული ჭურჭლისთვის
ხანგრძლივობა: 170 წთ
ეს პროგრამა საუკეთესოა ძალიან ჭუჭყიანი დიდი ზომის ჭურჭლისთვის, როგორიცაა ლანგრები, ქვაბები და ტაფები.
BabyProtect®
ტემპერატურა: 70 °C
საუკეთესოა: ძალიან გაჭუჭყიანებული ჭურჭლისთვის
ხანგრძლივობა: 160 (წთ)
ეს პროგრამა იყენებს მაღალ ტემპერატურას დამატებითი ჰიგიენისთვის. განსაკუთრებით ჩვილების ბოთლებისა და ჭურჭლისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია ძალიან ჭუჭყიანი ჭურჭლის შემთხვევაშიც.
Quick & Shine®
ტემპერატურა: 60 °C
საუკეთესოა: შერეული ჩატვირთვისთვის
ხანგრძლივობა: 58 წთ
ეს პროგრამა გამიზნულია მსუბუქად ან საშუალოდ გაჭუჭყიანებული ყოველდღიური ჩატვირთვისთვის. პროგრამის უფრო მოკლე ხანგრძლიობა იმას ნიშნავს, რომ უფრო სწრაფად შეძლებთ თქვენი ჭურჭლის გარეცხვას.
GlassCare
ტემპერატურა: 40 °C
საუკეთესოა: მინის ჭურჭლისთვის
ხანგრძლივობა: 120 წთ
ეს პროგრამა სპეციალურად გამიზნულია მინის ჭურჭლის ნაზი რეცხვისთვის.
Mini
ტემპერატურა: 35 °C
საუკეთესოა: მსუბუქად გაჭუჭყიანებული ჭურჭლისთვის
ხანგრძლივობა: 30 წთ
ეს პროგრამა საუკეთესოა მსუბუქად გაჭუჭყიანებული ან ისეთი ჭურჭლისთვის, რომელიც წინასწარ გაავლეს წყალში.
წინასწარი რეცხვა
ტემპერატურა: -
საუკეთესოა: -
ხანგრძლივობა: 15 წთ
ეს პროგრამა გამიზნულია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსებულ ჭურჭელზე ძირითადი პროგრამის დაწყებამდე წყლის გადასავლებად. ის უზრუნველყოფს ნაწილაკების მოშორებას და ხელს უშლის სუნის წარმოქმნას სანამ მოწყობილობა არის სრული დატვირთვის მოლოდინში.
InnerClean
ტემპერატურა: -
საუკეთესოა: -
ხანგრძლივობა: 75 წთ
ეს არის თქვით-წმენდის პროგრამა და მისი გამოყენება საჭიროა თვეში ერთხელ ან ორჯერ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ავზის გასასუფთავებლად. პროგრამა გამოიყენება მაშინ, როცა მოწყობილობა დაცლილია.