წყლის გუბეები მაცივრის შიგნით ნიშნავს, რომ თქვენს მოწყობილობაში კონდენსაციის პრობლემაა. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
ნახეთ გაჟონვა მოდის თუ არა კონტეინერების უკანა მხრიდან
წყლის გადინება, რომელიც ხელს უშლის კონდენსაციას, შეიძლება დაიბლოკოს. გამოიღეთ ხილ-ბოსტნეულის კონტეინერი, რათა ნახოთ ჟონავს თუ არა დრენაჟი. თუ იქ გუბეა, ეს ალბათ ნიშნავს, რომ სადრენაჟე გაჭედილია.
შეეცადეთ დრენაჟის გაწმენდას წყალგაყვანილობის მილით (იყიდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში). მოათავსეთ ის სადრენაჟეში, უბიძგეთ მანამ, სანამ არ შეხვდება დაბრკოლებას და დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით. გამოაძრეთ გვარლი და გაიმეორეთ ეს პროცესი, სანამ არ გამოიღებთ დამაბრკოლებელ ელემენტს. სცადეთ სადრენაჟეში თბილი წყლის ჩასხმა, რათა ნახოთ, კიდევ არის თუ არა დაბრკოლებები.
მოერიდეთ მაცივრის კარის გაღებას მეტისმეტად ხშირად ან კარის დიდხანს ღიად დატოვებას
თბილი ჰაერი მაცივრის გარეთ შეიძლება წყლის დაგროვების ძირითადი მიზეზი იყოს. კარს ღიას დიდი ხნით ნუ დატოვებთ.
შეამოწმეთ კარის მამჭიდროვებლები, ხომ არ აქვს ღრეჩოები, ბზარები ან ნასკდომები
მოწყობილობის შიგნით ცივი ჰაერი სათანადოდ უნდა იყოს იზოლირებული გარე ტემპერატურისგან. ნახეთ, ხომ არ არის დაშორება კარის ჰერმეტიზაციას და მაცივრის შიდა განყოფილებას შორის. თუ ღრეჩოს აღმოაჩენთ, დაარეგულირეთ კარის მამჭიდროვებელი კარზე თითებით ოდნავ მიწოლით. თუ ღიობები არსებობს, საჭირო იქნება ჰერმეტიზაციის გამოცვლა.