დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

როგორ შევაკეთოთ მაცივარი, რომელიც სათანადოდ არ ცივდება?

როგორ შევაკეთოთ მაცივარი, რომელიც სათანადოდ არ ცივდება?
როგორ შევაკეთოთ მაცივარი, რომელიც სათანადოდ არ ცივდება?

 

 

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ცივდება თქვენი მაცივარი სათანადოდ. გთხოვთ იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.

 

 

 

შეამოწმეთ გარემოს ტემპერატურა

 

გარე ტემპერატურამ შეიძლება ხელი შეუშალოს მოწყობილობის სათანადოდ ფუნქციონირებას, განსაკუთრებით თუ ის არის გარაჟში ან ისეთ ადგილას, სადაც გათბობა არაა. თუ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება იყოს პრობლემა, შეუცვალეთ მოწყობილობას ადგილი. 

 

Beko-ს ინოვაციური Freezer Guard ტექნოლოგია გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ სახლის ნებისმიერ ადგილში მოათავსოთ თქვენი მოწყობილობა. ამ ტექნოლოგიის მქონე საყინულეებს შეუძლიათ ისეთ დაბალ ტემპერატურაზე ფუნქციონირება, როგორიცაა -15 °C. 

 

 

 

შეამოწმეთ კარის მამჭიდროვებლები, ხომ არ აქვს ღრეჩოები, ბზარები ან ნასკდომები

 

თქვენი მოწყობილობის შიგნით არსებული ცივი ჰაერი სათანადოდ უნდა იყოს იზოლირებული გარე ტემპერატურისგან. ნახეთ, ხომ არ არის დაშორება კარის ჰერმეტიზაციას და მაცივრის შიდა განყოფილებას შორის. თუ ღრეჩოს აღმოაჩენთ, დაარეგულირეთ კარის მამჭიდროვებელი კარზე თითებით ოდნავ მიწოლით. თუ ღიობები არსებობს, საჭირო იქნება ჰერმეტიზაციის გამოცვლა.

 

 

 

მოერიდეთ მოწყობილობის გადატვირთვას

 

სათანადოდ მუშაობისთვის მაცივარს სჭირდება ჰაერის ნორმალური ცირკულაცია. მაცივრის ზედმეტად გადატვირთვამ შესაძლოა დაბლოკოს მისი განყოფილების შიგნით ჰაერის დინება. თუ ცივი ჰაერი არ ხვდება მაცივრის ზოგიერთ ნაწილში, გამოიტანეთ ზოგიერთი რამ მაცივრიდან და შეამოწმეთ, ხომ არ არის ჰაერის დინება შეზღუდული, განსაკუთრებით სავენტილაციო ხვრელების ახლოს.

 

 

 

ნახეთ, ხომ არ სჭირდება გასუფთავება კონდენსატორის ხვეულებს

 

კონდენსატორი პასუხისმგებელია თქვენი მოწყობილობის წარმოებული სითბოს გამოშვებაზე მის გარშემო არსებულ ჰაერში. მისი სადენები ვერ იმუშავებს ეფექტურად, თუ ისინი ჭუჭყითა და მტვრითაა დაფარული. გამორთეთ თქვენი მოწყობილობა და დაამაგრეთ კლაკნილები თქვენი მოწყობილობის უკან ან ქვედა მხარეს. ხვეულას გაწმენდა შეგიძლიათ რბილი ჯაგრისით ან მტვერსასრუტით, რომელზეც ჯაგრისიანი ნაწილია დამაგრებული, თუ მტვერსასრუტი დაყენებულია შეწოვის დაბალ სიმძლავრეზე.

 

 

 

შეამოწმეთ შიდა განათება 

 

თუ თქვენს მოწყობილობას შიდა განათება აქვს, ნათურა უნდა იყოს გამორთული, როცა კარები დახურულია. ეცადეთ ნელა დახუროთ კარები. თუ შეამჩნევთ, რომ ნათურა არ გამოირთვება, ის შესაძლოა ანათებს მაშინ, როცა მაცივარი ჩართულია და წარმოქმნის სითბოს.

 

ასეთ შემთხვევაში გამოიძახეთ სერტიფიცირებული ტექნიკოსი. ამასობაში, კი მოხსენით ნათურა. იპოვეთ ნათურა სახელმძღვანელოს გამოყენებით. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. ფრთხილად იყავით, ნათურა შესაძლოა იყოს ცხელი. 

 

 

 

გაითვალისწინეთ ტექნიკური პრობლემები

 

თუ პრობლემა არ მოგვარდება, შესაძლოა თქვენს მაცივარს ჰქონდეს ტექნიკური პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko