პირველ რიგში უნდა დაადგინოთ, თუ საიდან ჟონავს. გთხოვთ, იხილოთ, ხომ არ დაგეხმარებათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ამ პრობლემის გადაჭრაში.
შეამოწმეთ, სავსე ხომ არაა სადრენაჟე ქვესაგები
გალღობისას დაგროვილი წყალი ჩადის სადრენაჟე ქვესაგებში, რომელიც ჩვეულებრივ მაცივრის ქვედა ნაწილთან ახლოსაა. თუ თქვენი მოწყობილობა დაბალანსებული არ არის, წყალი შეიძლება გადაიღვაროს ქვესაგებიდან.
შეანჯღრიეთ მაცივარი ძალიან ნელა და ნახეთ ხომ არ არის დაუბალანსებელი. თუ მისი შენჯღრევა მარტივია, ე.ი. ის დაუბალანსებელია. მისი გასწორება მარტივადაა შესაძლებელი ფეხის მაღლა ან ქვემოთ ჩახრახნით, სანამ არ დაბალანსდება. დაიმახსოვრეთ, რომ იატაკიც სწორი უნდა იყოს. საჭიროების შემთხვევაში გადაადგილეთ მოწყობილობა.
შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს შიდა ნაწილიდან, ხილ-ბოსტნეულის კონტეინერის უკან
გალღობისას დაგროვილი წყლის გადინება შესაძლოა მოხდეს თქვენი მოწყობილობის შიგნით არსებული მილიდან. ეს მილი უერთდება დრენაჟს ხილ-ბოსტნეულის კონტეინერის ქვეშ. გამოიღეთ ხილ-ბოსტნეულის კონტეინერი, რათა ნახოთ ჟონავს თუ არა დრენაჟი. თუ იქ წყლის გუბეა, ეს შესაძლოა ნიშნავს, რომ დრენაჟი გაჭედილია.
გაჭედილი დრენაჟის გაწმენდა შეგიძლიათ წყალსადენის საწმენდის გვარლით (იყიდება სამშენებლო მასალების მაღაზიებში). მოათავსეთ ის სადრენაჟეში, უბიძგეთ მანამ, სანამ არ შეხვდება დაბრკოლებას და დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით. გამოაძრეთ გვარლი და გაიმეორეთ ეს პროცესი, სანამ არ გამოიღებთ დამაბრკოლებელ ელემენტს. ჩამოასხით თბილი წყალი დრენაჟით, რათა ნახოთ, რომ ის სუფთაა.
თუ მაცივარი მილსადენის შეერთების მქონეა, შეამოწმეთ წყალსადენის შეერთებები
თუ თქვენს მაცივარს აქვს მილსადენიანი შეერთების მქონე წყლის დისპენსერი, წყალი შეიძლება ჟონავდეს წყალსადენის ხაზიდან. ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით. დაიცავით მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციები იმისათვის, რომ ნახოთ, როგორ და სად უნდა იყოს შეერთებები. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით. შეამოწმეთ, რომ ხსენებული შეერთებები სწორად არის გაკეთებული და არაფერი უშლის ხელს.